x
image
ინტერ-გოგონა
ერთხელ ყველას უყვარდება...დასასრული
imageდრო მხიარულად გადიოდა...ვცხოვრობდით მხიარულად მე გეგა და თათა...ხან ჩვენ ვსტუმრობდით ზურას და ანის ხან ისინი...

ერთი სული მქონდა ექვსი საათი გამხდარიყო რომ ჩანთა ამეღო და სამსახურიდან გამოვქცეულიყავი...

ტელეფონს დავწვდი მეგონა გეგა იქნებოდა მაგრამ ლევანი შემრჩა ხელში...

-როგორ ხარ ლენიკო?


-კარგად..თავად?

-უშენოდ ცუდად...მოახერხებ გამოსვლას შენი ნახვა მინდა?

-გამოვალ...

-ხუთ წუთში გამოგივლი..

-კარგი დაგელოდები...

ლევანი დათქმულ დროს მოვიდა პირველივე კაფეში დავჯექით..

-რატომ დამეკარგე ქორწილის შემდეგ სულ ერთხელ გნახე ისიც თათა რომ არა არც შემხვდებოდი..

-დაკავებული ვარ...ვმუშაობ მერე თათას ვერ ვტოვებ...

-ეგ მიზეზები არარეალურად ჩანს..უბრალოდ ჩემთან შეხვედრას გაურბიხარ...მოდი გულახდილად ვისაუბროთ...

-ვისაუბროთ...

-ლენა მარტო ერთი რამ მითხარი ოღონდ გულახდილად და თავს დაგანებებ..

-გეტყვი გულახდილად.

- ლენა ვინმე არისს შენს ცხოვრებაში?თუ ვინმე შეგიყვარდა მე წავალ გეფიცები აღარ შეგაწუხებ...

-ლევან არ მინდა მოგატყუო რაღაც ნამდვილად ხდება ჩემს ცხოვრებაში იმდენად მოულოდნელად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში გაზრებაც ვერ მოვასწარი..არ ვიცი რა მომავალი ექნება ამ გრძნობას მაგრამ ეხლა მაინც არ დაუშვებ იგივე შეცდომას და ჩემი ბედნიერებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ....

-კარგი იქნებოდა ჩვენი სიყვარულისთვისაც გვებრძოლა ორივეს ერთად მაგრამ მაშინ ბავშვები ვიყავით და ცხოვრების არ გვესმოდა...მე ვერ დაგაძალებ ჩემს სიყვარულს ამის უფლება არ მაქვს...მაშინ დაგკარგე როცა მიგატოვე...

-ხო ლევან ნამდვილად ბავშვები ვიყავით.ტკბილად მაგონდება ის დრო და მომაგონდება კიდეც...რამდენ სისულელეს ვაკეთებდით ერთად...

- ლენ გახსოვს ჩვენს სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა... ვწუხვარ რომ ყველაფერი ტკილ მოგონებებად იქცა..

-ლევან გეფიცები მართლა არ ვნანობ რომ ცხოვრების გზაზე შეგხვდი...მერე რა რომ არ ქონდა ჩვენს ისტორია ბედნიერი დასასრული...

-ლამაზ ცხოვრებას გისურვებ ჩემო ლამაზო...ბედნიერი ყოფილა.....

-ვინ?

-ვინც შენი თავი წამართვა?

-ლევან ჩემი თავი არავის წაურთმევია შენთვის ჩვენი სიყვარული მაშინ დამთავრდა როცა შენ წახვედი...

-ისე კარგი ბიჭი ჩანს გეგა, ბედნიერებას გისურვებ..

-საიდან მიხვდი...

-არ გამჭირვებია...ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებდა მაგას ვინ ვერ მიხვდებოდა...

ჩემმა ტელეფონმა დარეკა გეგა იყო ტელეფონი გაუთიშე არ მინდოდა ლევანთან ერთად მეპასუხა..მაგრამ გეგა არ ისვენებდა ამიტომ სულ გამოვრთე ტელფეონი...

-გააგონე არ არის პრობლემა...

-არაუშავს საჩქარო არაფერია...

-ლენ წამო გავისეირნოთ არ ვიცი როდის ვნახავთ ერთმანეთს.

-კარგი გავიაროთ...როდის მიდიხარ....საღამოს თბილიში წავალ ხვალ ალბათ გავფრინდები...

-მეგონა დიდიხნით აპირებდი დარჩენას...

-კი ვაპირებდი მაგრამ ეხლა ვხვდები რომ აზრი არ აქვს...

-ნუ ცდილობ თავი დამნაშავედ მაგრძნობინო...

-კარგი აღარაფერს გეტყვი..მომენატრები ლენიკო....

-მეც მომენატრები...

-ბედნიერებას გისურვებ ლენ...

-შენც გისურვებ რომ გეპოვოს ადამიანი რომელსაც ჩემზე მეტად ეყვარები...დამპირდი რომ კარგად იქნები

-კარგად ვიქნები..მიყვარხარ...

-მე წავალ...

-მშვიდობით ლენა..

-მშვიდობით ლევან...

აი ასე დასრულდა ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული...

თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი ამხსნესო...ტაქსში ჩავჯექი და სახლში წავედი...

გეგა სახლში მარტო დამხვდა...

-თათა სად არის?

-ზურასთან...შენ სად იყავი..

-რაიყო?

-არაფერი გირეკავდი სამსახურში მოგაკითხე მაგრამ არ დამხვდი დაგავიწყდა დღეს დაჩაზე რომ უნდა ავსულიყავით..

-დამავიწყდა ზიზისთან ერთად წავიდა თათა..

-ხო..

-შენ რატომ არ წადი?

-მე შენ გელოდი...

-ხოდა წავიდეთ...

გეგა საშინლად იყო ჩემზე გაბრაზებული მე კი როგორ გახარებული მოვრბოდი მისკენ მინდოდა ყელზე მოვხვეოდი და მეთქვა რომ მიყვარს...

ნახევარი გზა სიჩუმეში გავიარეთ...

-აღარ იტყვი არაფერს ასეთი რა დავაშავე რომ არ მელაპარაკები?

-ლენა კითხულობ კიდეც...

-ხო ვკითხულობ მიუხვედრელი ვარ მე...

-მთელი დღე პატარა ბავშვივით გელოდები, გირეკავ ტელეფონს მითიშავ სამსახურში გაკითხავ არ მხვდები...შენს ძებნაში დამაღამდა თავზე და შენ ამ დროს მასთან ერთად ხარ...

-შენ მარტო ის გაჯავრებს რომ მასთან ერთად ვარ?

-ხო მაჯავრებს..ვცოფდები როცა წარმოვიდგენ რომ ერთად ხართ...

-ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, იმიტომ რომ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ...

-ნურც შეიწუხებ თავს, მე ბოდიში არაფერში არ მჭირდება...

მერე ორივე გავჩუმდით დაჩაზე ისეთი საახებით ავედით ყველა მიხვდა რომ ნაჩხუბრები ვიყავით...

არც ზიზის გამოპარვია ჩვენი სახეები და გეგა გარეთ გაიხმო....ხოლო მე თათამ დამიმარტოხელა..

-სად გაქრი გეგა გიჟს გავდა...

-ლევანი ვნახე...ვილაპარაკეთ..

-მერე?

-დღეს საღამოს მიდის...ბედნიერება მისურვა გეგასთან ერთად...

ჩვენს შორის ყველაფეერი დამთავდა...

-და მაგიტომ ხარ ასე ცუდად?

-არა მე და გეგამ ვიჩხუბეთ... სახლში ბედნიერი მოვდიოდი..ჩემს წარსულ ცხოვრებას წერტილი დაუსვი...მინდოდა გეგასთვის მეთქვა რომ მიყვარს ...

-მაგრამ იჩხუბეთ...

-შენ ხომ იცი რომ ლევანი უნდა მენახა უნდა დამესრულებია მასთან ურთიერთობა..ისე გეგასთან ვერ ვიქნებოდი...


-ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება...

-იმედია...

-მგონი ზიზიმ ყვაელაფერი გაიგო გაცხარებული კამათობენ...

-მათთან მივალ..ზიზი ალბათ ორივეს დაგვენდურება...

-ნუ ღელავ ჩვენ ყველას გვინდა რომ ბედნიერი იყო..

თათას გაუღიმე და მათკენ წავედი...


-რა გინდათ ჩემთან ბოლო ბოლო სიყვარულის უფლება არ მაქვს?

ხო მიყვარს...თქვენი ნებაა გინდ დამიჯერეთ გინდ არა...

-ნუ ყვირი მე არ გსაყვედურობ უბრალოდ გიხსნი თქვენ ჩემთვის ორივე ძვირფასი ხართ...არ მინდა რომელიმე თქვენგანს გული გეტკინოთ...

-რამდენს დაგიმტკიცოთ რომ მეც ადამიანი ვარ და მეც გული მაქვს...და ერთხელ ცხოვრებაში მეც შემიყვარდა...

გეგას ადგილიდან მოწყდა ოთახში შევარდა გასაღები აიღო და მანქანისკენ წავიდა ზურა დაედევნა მაგრამ გეგას უკან არ მოუხედავს...მანქანა დაქოქა და წავიდა...

-შენ არაფრის თქმას არ აპირებ?ეხლა მე მომიბრუნდა ზიზი...

-ვაპირებ მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო ან რა ვთქვა საერთოდ?

-რატომ დამიმალეთ...

-არ მჯეროდა მეგონა გაუვლიდა გეგას ხომ იცნობ? შენ მე გიცნობ და არ მინდოდა ურთიერთობა დაგძაბვოდათ.....მაგრამ გეგა არ დანებდა პირიქით ყველაფერი გააკეთა რომ შემყვარებოდა...

-რას ამბობ ლენა?შენ გეგა შეგიყვარდა?

-შემიყვარდა...

-მალადეც თქვენ...

საუკეთესო დაქალს ჩემი ბიძაშვილი უყვარს და მე ეხლა გავიგე...

-ზიზი გთხოვ ნუ გვებუტები...

-რა იდიოტი ვარ ...თავი დამანებეთ..

მეტი არაფერი მათქმევინა და სახლში შევიდა ზიზი...

ყველანი ცუდ ხასითზე დავდექით...სახლში არ შევსულვარ კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი...ნეტავ ეხლა სად არის გეგა?

თათას მესიჯი მომივიდა გავხსენი და ჩემი და გეგას სურათი იყო სწორედ ის სურათი ზიზის და დათოს ქორწილზე გადავიღეთ..."

მოვა დრო და ეს სურათი ყველაზე მეტად გეყვარება"

ტელეფონი ავიღე გეგას ნომერი ავკრიბე მაგრამ არ დავრეკე შემეშინდა არ ვიცოდი როგორი რეაქცია ექნებოდა...

დრო ნელა გავიდა...შიგნით ცოტა შეთვრენ კიდეც...მე კი ისევ კიბის საფეხურზე ვიჯექი დასჯილი ბავშვივით და გეგას დაბრუნებას ველოდი უიმედოდ...

-ლენ სახლში შევიდეთ..

ვერც კი გავიგე როდის წამომადგა ზურა თავზე...

-არ მინდა ზურა, აქ მირჩევნია...

-მაშინ მეც აქ ვიჯდები...

-კარგი როგორც გინდა..

-ლენა გეგა კარგად იქნება დამშვიდდება და დაბრუნდება...

-წამო სახლში შევიდეთ...

ერთი სული მქონდა როდის აიშლებოდა მაგიდა და როდის წავიდოდით სახლში...აი როგორც იქნა მეღირსა აიშალენ და დავიწყეთ მზადება წასასვლელად..ყველას ყურადღება მანქანის ხმამ მიიპყრო...

ნეტავ ვინ არის?

ზურა გარეთ გავიდა...

ცოტახანში კი გეგასთან ერთად დაბრუნდა...

-გეგა კარგად ხარ?

ეს რა ყუთია?...შეეგება ზიზი..

-ძალიან კარგად...მერე მე მომიახლოვდა..

ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა...მერე კი გეგამ დაიწყო..

"გახსოვს?

გითხარი მე თუ ვინმე შემიყვარდება თეთრი კაბით მივადგები და ისე ვთხოვ ცოლობას და იმავე დღეს ჯვარს დავიწერთქო...

ხოდა აი აქ ვარ ლენა, მე შენთან მოვედი.... თეთრი კაბით და სიყვარულით სავსე გულით..

მინდა ცხოვრებაში პირველად ვთქვა...ჩემი მეგობრების წინაშე...

ლენა მე შენ მიყვარხარ და მინდა რომ ცხოვრების ბოლომდე შენი სიყვარული ვატარო გულით..

შენ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ...მე უკვე ყველაფერი ვთქვი ეხლა კი შენგან ველი პასუხს...

გიყვარვარ? თანახმა ხარ გაატარო მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით??"

თავდახრილი დასჯილი ბავშვივით ვიდექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებია ...იმ წუთას მარტო ერთი რამ ვიცოდი გეგა მიყვარდა და მის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი დაეკარგებოდა...

" მიყვარხარ და თანახმა ვარ...." ვიჩურჩულე და შვებით ამოვისუნთქე..

გეგა მომიახლოვდა გულში ჩამიკრა და მიჩურჩულა "წავედით ჯვარი დავიწეროთ.."

"გაგიჟდი ეხლა"

"დღეს და ამწუთას"

"გიჟი ხარ"

"შენ გამაგიჟე, კაბა გაქვს..მეჯვარებიც აქ არიან"

"კარგი"

დღეს ჯვარს ვიწერ ყველას გასაგონად დაიყვირა გეგამ..

თათა ზურა მოდიხართ ჩვენთან ერთად?

-სიამოვნებით ძმაო...გილოცავთ...

-თათა?

–რათქმაუნდა გეგა...ლენა წამოდი დაგეხმარო...

-ხალხო თქვენ ყველანი გაგიჟდით?

-ნუ წუწუბებ ბიძაშვილო ჩამეხუტე და მიუცოცე ბიძაშვილს ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი...

გეგამ ხელები გაშალა ზიზიც მისკენ წავიდა და ერთმანეთს ჩაეხუტენ...

"მიყვარხართ თქვე სულელებო, მინდა რომ ბედნიერები იყოთ... იცოდე ლენას არასდროს აწყენიო თორემ..."

"არასდროს ბიძაშვილო"


ყველა გამოცოცხლდა, ანიმ თავისი კაბა მოუტანა თათას და ნახევარ საათში ჯვრისწერისთვის მზად ვიყავით..ჯვარი სწორედ იმ ტაძარში დავიწერეთ სადაც გეგამ სიყვარული ამიხსნა...

არა გაიკვირვოთ ღამის ოთხ საათზე რა უნდოდა ეკლესიაში მამაოსო?

თურმე შეყვარებულ ადამიანს ყველაფერი შეძლებია....

ცხოვრებაში ერთხელ ყველას უყვარდება თანაც სამუდამოდ...




12
147
14-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
147
  
2014, 9 ოქტომბერი, 23:18
მადლობთ გაიხარეთ როგორც ჩანს ტყუილად არ მიშრომია
2014, 9 ოქტომბერი, 0:26
ჩემო გჰოგო შენმა ამ შემოთავაზებულმა ისტორიამ დადებითი ემოციებით ამავსო და რამდენჯერ გამაჟრჟოლა ვერ დავთვალე....ამდლობა დადებითი ემოციებისთვის
2014, 6 ოქტომბერი, 20:37
მადლობა გენაცვალეეეე:) მიყვარს ბედნიოერი და ლამაზი ურტიერტობები
2014, 6 ოქტომბერი, 18:38
პირველივე თავზე ვთქვი ჯერ არ წავიკითავ დამთავრდეს და მერეთქო,ასე არ ჯობია?ნახევარ საატში დავამთავრე:)))
კარგი იყო,თბილი საყვარელი კაი გოგო ხარ
2014, 5 ოქტომბერი, 0:22
ვერ გეტყვი ორწლიანი შეყვარებულობის და შვიდწლიანი თანაცხოვრების ეტაპზე Dრემდე ზალიან მიყვარს და მინდა კიდევ სამოცდაათი წელი მიყვარდეს ასე ზალიან
2014, 4 ოქტომბერი, 22:51
რომელიი ძველიი? ადრეე რომ დებდით სხვა სიყვარულის ისტორიაას?
2014, 4 ოქტომბერი, 21:55
მომეწონა :) კიდე დადე ხოლმე.ისე რატომღაც მგონია რომ სამუდამოდ არავის არავინ უყვარდება,ადრე თუ გვიან ბეზრდებათ და ან გამოხატავენ ამას ან უბრალოდ არ იმჩნევენ და განაგრძობენ ჩვეულებრივად ცხოვრებას
2014, 3 ოქტომბერი, 23:28
მადლობა გენაცვალეეე..ძველი გაქქვს ნანახი?
2014, 3 ოქტომბერი, 23:24
კარგიი იყოო :) :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10