x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მიმდინარე სეზონის მოდური ტენდენციები-მოდის კვირეულების მიმოხილვა
მიმდინარე ცივი სეზონის მოდური ტენდენციები უკვე გასულ წელს ჩატარებულ მოდის კვირეულებზე გაგვაცნეს ცნობილმა დიზაინერებმა ლონდონში, ნიუ-იორკში, მილანსა და პარიზში.


ნათელი ფერები

დიზაინერები გვირჩევენ ზამთარი კაშკაშა ფერებით გავაფერადოთ. ხალისიანი ფერების სამოსი განწყობას ყველაზე უფერულ დღეებშიც აგიმაღლებთ, რასაც ცნობილი დიზაინერების -Valentino, Ralph Lauren, Christian Dior და Miu Miu- შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მოდელებიც ადასტურებს.

image



წითელი ფერი

Lady in red – სწორედ ასეთი იერსახე შექმნეს საღამოს წვეულებებისთვის დიზაინერებმა ამ სეზონზე. მათი აბსოლუტური უმრავლესობა წითელ ფერში იყო შესრულებული. ამ თამამი ფერის კაბა ნაკლებად გულახდილი რომ გამოჩნდეს, აირჩიეთ დახურული მოდელები და მარტივი სილუეტები.

image

შავი ტყავი

წლევანდელ ზამთარს მოკლე შავი კაბა სასურველი ტყავისგან იყოს შეკერილი. დახურული ლაკონური კაბა, არქიტექტურული თარგი ან ქალური ტანზე მომდგარი სილუეტი-შეგიძლიათ შენთვის სასურველი მოდელი აირჩიოთ. შთაგონება ეძებეთ DKNY, Lanvin, Erdem და Hermes-ის კოლექციებში.
image

რეტრო-სილუეტები უკვე არაერთი წელია სტაბილურად ჩნდება პოდიუმზე. შთაგონების წყარო გახდა 60-იანი წლები. ზოგიერთი დიზაინერი მათ შორის მიუჩა პრადა, არასდროს უხვევდა აღნიშნულ თემას, ზოგიერთებმა კი პირველად მიმართეს ამ წლების სტილს. სწორი პალტოები, А-სილუეტის კაბები, ბერეტები და საწვიმარი ქურთუკები-აუცილებლად შეიძინეთ მიმდინარე სეზონისთვის.

image

ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ 90-იანი წლები მოდის ისტორიის ყველაზე უიღბლო დეკადა იყო. ჰიპ-ჰოპის სტილი დიდი ზომის ჯინსებით, სპორტული ზედებით და ქურთუკებით ნაკლებად ალამაზებს ქალის სხეულს. ამის მიუხედავად დიზაინერებმა კოლექციების შექმნისას 90-იან წლების ინტერპრეტაცია მოახდინეს და მათი შექმნილი მოდელები უფრო მოდურად და დახვეწილად გამოიყურებოდა.

image


მაღალყელიანი სვიტერები

მაღალყელიანი სვიტერები გარდერობის ელეგანტური ნივთებს ნაკლებად მიეკუთვნება, მაგრამ ისინი წლევანდელი ზამთრის კოლექციების მთავარი ნაწილი გახდა და გამოჩნდა Chanel, Phillip Lim, Tom Ford და სხვა დიზაინერების ჩვენებებზე.

image


ზღაპრული პრინტები

მოდა და ხელოვნება კვლავ გადაიკვეთა დიზაინერების კოლექციებში, და შეიძინა ახალი მიმართულება და ინტერპრეტაცია. მშვენიერებისკენ სწრაფვა შეგიძლიათ გამოხატოთ თანამედროვე მხატვრების, ზღაპრების ნახატებით გაფორმებული კაბების, პალტოების და სვიტერების დახმარებით. დიზაინერებმა ფანტაზიას დიდი გასაქანი მისცეს-ზღაპრული გედები, ბუ, ფრინველები და პეპლები. ერთ-ერთი უჩვეულო ვარიანტი წარმოადგინა რიკარდო ტიშიმ Givenchy-ის კოლექციაში-დიზაინერმა მოდელები თითქოსდა პეპლების ფრთებში გაახვია გაზარდა რა ნახატი, რომელიც გამოსახავდა პეპლების ფრთების შეფერილობას.

image


ლაბადები და მოსასხამები

ზედა სამოსის ყველაზე მოდური ვარიანტი წელს მოსასხამები და ლაბადებია. აირჩიეთ არამარტო მოკლე თეძოს შუამდე სიგრძის, არამედ ძალიან გრძელი ვარიანტები. რომანტიკული ვარიანტები წარმოადგინა ბევრმა დიზაინერმა თავის კოლექციებში, მაგ. Elie Saab, Valentino და Dolce&Gabbana.

image


ოქროსფერი ბრწყინვალება

ცნობილი დიზაინერების უმრავლესობას წელს ოქროს ციებ-ცხელება დაემართათ-პრაქტიკულად ყველა კოლექციაში წარმოდგენილი იყო ოქროსფერი "look"-როგორც მაგ. Blumarine-ის კოსტუმი დისკოს სტილში ან Erdem-ის ფლორისტული ფარჩის კაბა. ზამთარში ბრწყინვალება აუცილებელია. თავიდან ფეხებამდე ოქროსფრად გამოწყობაც სავალდებულოც კია.

image





0
216
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0