x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტინგს 63 წელი შეუსრულდა

გორდონ სამნერი დაიბადა უოლსენდში, ნიუკასტლის ერთ-ერთ რაიონში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოდრი კოუელისა და ერნესტ სამნერის ოჯახში.იგი ყველაზე უმცროსია ოთხი შვილიდან, მას ჰყავს ძმა, ფილიპი და ორი და, ანჯელა და აიტა.ერნესტი მერძევე იყო და ბავშვებს ნამდვილი კათოლიკური წესებით ზრდიდა. იგი დადიოდა სენტ კეტბერტის სკოლაში, შემდეგ - უორვიკის უნივერსიტეტში, მაგრამ არც ერთი დაწესებულება არ დაუმთავრებია.რამდენიმე სამუშაოს შემდეგ მან დაიწყო მასწავლებლად მუშაობა კოლეჯში, ამის შემდეგ წმინდა პავლეს სახელობის პირველ სკოლაში (კრამლინგტონი) იმუშავა ორი წლის განმავლობაში. ადრინდელი წლებიდან მას სურდა მუსიკოსი ყოფილიყო. თავდაპირველად იგი გამოდიოდა ადგილობრივ ჯაზ-ბენდებში - Phoenix Jazzmen, ნიუკასტლის ბიგ-ბენდში, და The Last Exit.
1985 წელს სტინგმა გამოსცა პირველი სოლო-ალბომი The Dream of the Blue Turtles, რომელიც უფრო მეტად ეფუძნებოდა სტინგის საყვარელ ჟანრს, ჯაზს. საკონცერტო ტურნესთვის მან შეკრიბა საუკეთესო მუსიკოსები და გამაოგნებელი კონცერტები მოაწყო რამდენიმე ქვეყანაში.ამავე პერიოდში მან იმღერა ჯგუფ Dire Straits-ის და პროექტის Arcadia ალბომებზე.
მაქედან მოყოლებული სტინგი მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და დღეს იგი იუბილარია. მას შეუსრულდა 63 წელი.
imageimageimageimageimage
















































სტატიის წყარო: Wikipedia.org

0
30
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0