x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
20 უნიკალური ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ
ადამიანის სხეული-ზედმიწევნით სრულყოფილი და ზუსტი მექანიზმია. ჩვენს სხეულში ყოველდღიურად მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს ჩვენ ჩვეულებრივად, სავალდებულოდ აღვიქვამთ. ამ პოსტში მინდა გიამბოთ 22 საინტერესო და გასაოცარ ფაქტზე, რომელიც თქვენს სხეულში ყოველდღიურად ხდება და რომლებზეც თქვენ წარმოდგენაც კი არ გქონდათ.




1. თქვენი ჭიპი-ეს ნამდვილი ბაქტერიების სახლია, რომელთაც იქ ტროპიკული ტყის სიდიდის ეკოსისტემა აქვთ ჩამოყალიბებული.


image




2. თქვენი თვალების ფოკუსირებული კუნთები დღე-ღამეში დაახლოებით 100 000-ჯერ გადაადგილდებიან. ეს იგივეა, რაც 80 კილომეტრი მანძილის გავლა.


image


3. მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე თქვენს პირში დაახლოებით 25 000 ლიტრი ნერწყვი გამოიყოფა. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ ორი მოზრდილი საცურაო აუზი აავსო.


image



4. თქვენს ცხვირს 50 000-მდე სხვადასხვა სუნის დამახსოვრება შეუძლია.


image



5. თქვენს სისხლში არსებულ ერითროციტებს მთელი სხეულის გავლა სულ რაღაც 20 წამში შეუძლიათ.


image



6. ადამიანი თვალი იმდენად მგრძნობიარეა, რომ იმ შემთხვევაში, დედამიწა რომ ბრტყელი იყოს, თქვენ სანთლის მოციმციმე ალს 50 კილომეტრის მანძილიდან დაინახავდით.


image



7. ადამიანის უჯრედების 90%-ს "არაადამიანური" წარმოშობა აქვს. მათი დიდი ნაწილი სოკოებისა და ბაქტერიებისგანაა წარმოქმნილი.


image



8. თქვენი კუნთები გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენ გგონიათ. მისი ძალა შეზღუდულია ბუნებისგან, რომ კუნთები და მყესები დაზიანებისაგან დაიცვას. ეს შეზღუდვა იხსნება, როცა სისხლში ადრენალინი ხვდება. ყოფილა შემთხვევები, როცა კრიტიკულ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს მანქანაც კი აუწევიათ.


image



9. მოზრდილი ადამიანი შედგება 7000 000 000 000 000 000 000 000 000 (7 ოქტილიონი) ატომისაგან.


image


10. თქვენს თვალებს შეუძლია გაარჩიოს დაახლოებით 10 მილიონამდე სხვადასხვა ფერი და დაამუშაოს მიღებული ინფორმაცია ყველაზე მძლავრ ტელესკოპზე უკეთესად.


image



11. თქვენი სხეული სიბნელეში ანათებს, მაგრამ სინათლე, რომელსაც ადამიანის სხეული გამოიმუშავებს, 1000-ჯერ მცირეა იმასთან შედარებით, რასაც ადამიანის თვალი აღიქვამს.


image



12. ბავშვებს 60 ძვლით მეტი აქვთ, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებს.


image



13. შეყვარებული ადამიანის თავის ტვინი გამოიმუშავებს ნეიროტრანსმიტერებს და ჰორმონებს, რომლებიც გამოიყოფა ამფეტამინების მიღების დროს.


image



14. ადამიანის დნმ 50%-ით ემთხვევა ბანანის დნმ-ს.


image



15. თქვენს ტვინს შეუძლია გამოიმუშაოს იმ რაოდენობის ელექტროენერგია, რომელიც საკმარისია ნათურის ასანთებად.


image



16. ადამიანი სიფხიზლის დროის 10%-ს თვალდახუჭული ატარებს-ეს იმიტომ, რომ ჩვენ თვალებს ვახამხამებთ.


image



17. ადამიანის ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი-ეს საღეჭი კუნთია.


image


18. ადამიანის ტვინი რომ კომპიუტერი იყოს, მას შეეძლებოდა 38 ტრილიონი ოპერაციის შესრულება წამში. მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერსაც კი ამ რიცხვის მხოლოდ 0, 002%-ის შესრულება შეუძლია.


image



19. თქვენს სხეულში ყოველ წამში დაახლოებით 20 მილიონამდე ახალი უჯრედი წარმოიქმნება.


image



20. თქვენ კარგავთ თქვენი კანის დაახლოებით 20 კილოგრამს მთელი სიცოცხლის მანძილზე.


image

6
1046
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1046
  
2014, 9 ოქტომბერი, 11:15
ეგრე მკაცრიც ნუ იქნებით..ადამიანის გარეშე სამყარიოს აზრი არ ექნებოდა
2014, 9 ოქტომბერი, 9:35
მე თუ მკითხავთ ადამიანი არც იყო გასაჩენი ისე უფრო ლამაზი იქნებოდა სამყარო :) :) :)
2014, 6 ოქტომბერი, 21:36
მადლობა:)
2014, 6 ოქტომბერი, 21:35
ძალიან კარგი სტატიაა ყოჩაღ
2014, 2 ოქტომბერი, 20:21
მართლაც, საოცრად ძლიერები ვართ და თან საოცრად სუსტები
2014, 2 ოქტომბერი, 19:41
რა სასწაული შემოქმედება ვარტ ადამიანები
0 1 6