x
image
beko777
ცხოვრებაში საკუთარ შეცდომებზე სწავლის ჩვევა გაცილებით პროდუქტიულია
imageვინ არის დამნაშავე? მოდით ტრაგიზმის გარეშე!
რამდენჯერ გვიცდია ჩვენს სიმძიმეებზე, უძილო ღამეებზე და სულიერ ტანჯვაზე ჩივილი, მაგრამ ყველაფერი ფუჭია: ჩვენს მრავალ უბედურებაში დამნაშავენი ისევ ვინმე „ახლობლები” ან „შორებლები” აღმოჩნდებიან ხოლმე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ჩვენ! ძლიერი სქესის ნებისმიერი წარმომადგენელი შესანიშნავად შეეფერება ბიბლიური „განტევების ვაცის” როლს. მისი დახმარებით ადვილია თუმცა მოჩვენებითი, მაგრამ უკიდურესად საჭირო სულიერი წონასწორობის აღდგენა. მაგრამ თუ, როგორც ეს ლეგენდაშია, ვაცზე ცოდვების გადაბრალების შემდეგ იგი უდაბნოში უნდა განედევნათ, დადანაშაულებული მამაკაცის სახლიდან გაგდება სულ არ არის აუცილებელი. ერთი სიტყვით, ამ ორივე დამნაშავეთა მუდმივი ძებნის ან თვითგვემის დაუოკებელი სურვილის გრძნობასთან ურთიერთობისას ნებისმიერი უკიდურესობა ცუდი სამსახურის გამწევია.


image„შენ რომ არ ყოფილიყავი”...
ამბობენ, თავის გულისსწორთან ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისათვის ქალი მხოლოდ ერთ „ოქროს” წესს უნდა მისდევდეს: არასდროს და არაფერზე არ უნდა უსაყვედუროს თავის მამაკაცს. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ თეორიულად არის ყველაფერი იოლი. პრაქტიკულად კი ხშირად მსგავსი ფრაზების წარმოთქმა გვიყვარს: „შენ რომ არ ყოფილიყავი, ინსტიტუტს თავს არ დავანებებდი”, დედას არ წავეჩხუბებოდი და ა.შ. მოკლედ და კონკრეტულად, ყველა ჩვენგანს გვაქვს იმის ეჭვიანობის საფუძველი, რომ სწორედ მამაკაცები ამძიმებენ თავიანთი მოქმედებით ან უმოქმედობით ჩვენს პრობლემებს. მაგრამ ობიექტურობისთვის ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ მიჯნური პისტოლეტის მუქარით არ გაიძულებდათ სამსახურიდან გათავისუფლებას და დედასთან წაჩხუბებას. მუდამ ბედისწერაზე წუწუნს ხომ არ ჯობდა „პირიქით” გვემოქმედა: მამაკაცები ხომ ბავშვებივით არიან და მათი სტიმულირება უფრო ადვილია არა კრიტიკით, არამედ შექებით. თან მუდმივად „სახალხო ბრალმდებლის” გვერდით ყოფნა, რა როლიც ნებაყოფლობით იტვირთეთ, ყველაზე მშვიდ და მომთმენ მიჯნურსაც კი მწყობრიდან გამოიყვანს.


imageიგივე, ოღონდ აკურატულად
მუდმივად დამნაშავის ძებნის კიდევ ერთი შენიღბული ფორმაა, როცა ქალი პირდაპირ შეტევაზე არ გადადის, არ ეშვება აშკარა საყვედურების და მით უმეტეს მიჯნურის მისამართით შეურაცხყოფების გამოთქმის დონემდე. მამაკაცთა ისეთ ტიპაჟებთან, როგორებიც არიან, მაგალითად, „გამოუსწორებელი ეგოისტი”, უიღბლო”, „საშინელი წუწურაქი” და ა.შ. მოქმედებს უფრო დახვეწილი სცენების თამაში „კი წავიდოდი თეატრში, მაგრამ ჩასაცმელი არაფერი მაქვს”, შეიძლება მონოლოგების დეკლამირება: „აი ქეთინოს როგორი პატივისმცემელი ქმარი ჰყავს!” ან დაქალთა ფოტოების დემონსტრირება სერიიდან „მე პარიზში ვარ” (ანტალიაში, ეგვიპტეში და ა.შ.). ეჭვი ნუ გექნებათ. თუმცა მამაკაცს არ ესმის საყვედური „შენ რომ არ ყოფილიყავი...„ მას მშვენივრად ესმის, რისი თქმაც სინამდვილეში გსურდათ. ის რომ არ ყოფილიყო, ე.ი. სხვა ქმართან, ქალი თეატრალი გახდებოდა და სამოსებს სამკაულების თვლების ფერთა შესაბამისად იცვლიდა. ვთქვათ, ბანკირი ქმრის ხელში ყოველწლიურად კუნძულებზე და მატერიკებზე იმოგზაურებდა ყველა ეს არცთუ იოლად სათამაშო სპექტაკლები მიმართულია ქმარს შთაუნერგოთ, რომ მთლიანად მიგინდვიათ თქვენი ბედი მისთვის და ამასთანავე პასუხს აგებს თქვენი უღრუბლო ბედნიერებისთვის. ხოლო თუ ამინდი მოიღუშა და ღრუბელი გამოჩნდა, ამას ადვილად მიხვდებით.


imageსაკუთარ თავს „შევჭამ”
მრავალი ქალბატონისთვის დამახასიათებელი მეორე უკიდურესობაა თვითგვემისკენ მიდრეკილება. ზოგიერთები ამას ისეევ მონდომებით და თავდავიწყებით ეძლევიან, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი პოხიერი ფსიქობიოლოგიური ნიადაგის გამო კარგად იფურჩქნება და საბოლოოდ მაზოხისტს მართლაც პათოლოგიურ უიღბლოდ აქცევს. არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა შეცდომების გამო ასეთი ქალების მიერ პასუხისმგებლობა ცალსახად მიიღება. „ეს ჩემი ბრალია. მას არ დაემართებოდა, მე რომ არ ვყოფილიყავი; ამის ღირსი ვარ, იმიტომ რომ...” როგორც სხვების, ისე მუდმივად საკუთარი თავის დადანაუშაულება უპერსპექტივო საქმიანობაა. ურთიერთობაში ცხადია ჯანსაღი კრიტიკისა და თვითკრიტიკის ელემენტის შეტანაც უნდა გვეხერხებოდეს, ვიცოდეთ ჩვენი შეცდომების აღიარება და ზოგჯერ ჩვენ პიროვნებას გარეგნულად უნდა ვუცქერდეთ. მაგრამ მნიშვნელოვანია არ „ავიკვიატოთ” დანაშაულის გრძნობა, პირიქით, პატიება საკუთარი თავის და სხვების ერთნაირად უნდა ვიცოდეთ. დროებითი უსიამოვნებები და სიძნელეები ხომ არ გახლავთ საბოლოო მარცხი, არამედ იმის „სწორი” შეფასებაა, რომ თქვენი თუ მამაკაცის ბრალის გამო „ცხოვრება არ აგეწყოთ”. ბოლოს და ბოლოს კიდევაც თუ „არ აგეწყოთ” ის ხომ არ არის სამყაროს ცენტრი. უბრალოდ ყოველთვის უნდა გწამდეთ, რომ თქვენ და ბედნიერება სრულიად შეთავსებადი ცნებებია!



imageინფორმაცია განსჯისათვის - საკუთარი „მეს” უდანაშაულობის პრეზუმფცია”
ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად გვექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაცის გამო ვაწყდებით უიღბლობას. ამიტომ, როცა პრობლემის გადაწყვეტის რეალური გზები წარმოიშობა, ჩვენ უმაქნისად ვხარჯავთ დროს და ნერვებს იმაზე, რომ ნებისმიერი გზით მოვძებნოთ დამნაშავე და „კედელთან მივაყენოთ”. გვეჩვენება, რომ ეს მდგომარეობას გვიმსუბუქებს თუნდაც მოკლე დროით. ასეთი განწყობის საშიშროება იმაშია, რომ გვავიწყდება წარუმატებლობის ძირითადი შეფასება: ეს გაკვეთილად უნდა გვადგებოდეს. ხოლო სხვებზე გადაბრალებისკენ სწრაფვა მხოლოდ ჩვენს წარუმატებლობიდან წარმატებამდე გადასვლის ძალისხმევას აცამტვერებს.


imageარასახარბიელო პერსპექტივა
არ შეიძლება ფიქრი იმაზე, თითქოს თქვენს ცხოვრებას ვიღაც სხვა თუნდაც მეუღლე მართავს. „სხვებისთვის თქვენს მაგივრად რაიმეს გადაწყვეტის ნებართვის მიცემა დაახლოებით იგივეა, რომ ოფიციანტს უფლება მისცეთ თქვენი ვახშამი მიირთვას”. თუ გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ მამაკაცის ავი ზრახვების გამო თქვენს წინაშე კვლავდაკვლავ პრობლემები წარმოიშობა, დაფიქრება გმართებთ. სხვანაირად აუტანელი გახდება თქვენი ცხოვრება, ხოლო ქვევით დაცემის განჭვრეტა ასტროლოგის დახმარების გარეშეც გახდება შესაძლებელი: მის მისამართით გამოთქმული საყვედურები ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაა, როგორც დაუსრულებელი უბედურებების ჯაჭვისადმი, სადაც მუდამ გარემოებათა მსხვერპლად იგრძნობთ თავს ერთი სიტყვით, აბსოლუტური სასოებაა...


საინტერესო ფაქტები - იგრძენით განსხვავება
გაინტერესებთ, რა განსხვავებაა ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის? ეროტიკა ქათმის ბუმბულის მოხმარებაა, პორნოგრაფია კი – მთლიანად ქათმის... ხუმრობაა ეს თუ სერიოზული გამონათქვამი, თვითონ განსაჯეთ, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო ადვილია, ვიდრე იმის ახსნა, ქალებს რატომ აქვთ პორნოგრაფიისადმი (მამაკაცებთან შედარებით) ნეგატიური დამოკიდებულება.


image„გარყვნილი” ადამები
მაშ ასე, სუსტ სქესს აღაგზნებს. რომანტიკული გარემო, მუსაიფი, ინტიმურობა, არასექსუალური ალერსი. აღმგზნებ ფაქტორებს შორის მამაკაცებისთვის პირველი ადგილი პორნოპროდუქციამ ქალის შიშველმა და გულდასმით ნაჩვენებმა სხეულმა აგრეთვე სექსუალურმა მრავალფეროვნებამ და ქალის თეთრეულმა დაიკავა. მამაკაცებმა სექსის „თვალებით” შეყვარებით გარყვნილთა რეპუტაცია მოიპოვეს. ქალები კი სიტყვებით და გრძნობებით აღიგზნებიან, სურთ ნაზი შეხება და რომანტიკა.


უძველესი სტიმულები
მამაკაცის ბიოლოგიური ამოცანაა – რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ქალს მისცეს ჯანსაღი თაობის ჩასახვის შესაძლებლობა. ქალის ბიოლოგიურ საწყისს – ბავშვის გაჩენა და მისი აღზრდა წარმოადგენს. ეს უძველესი სტიმულები დღესაც სქესთა ქცევების განმსაზღვრელია, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომელიც არ მოითხოვს გადარჩენისთვის გაძლიერებულ კვლავწარმოებას. პორნოგრაფია კი მამაკაცთა ბიოლოგიური სტიმულების ის საყრდენია, რომელიც ფაქტიურად ასახავს სქესობრივად ლტოლვისა და ვნების ხატოვნებას.


imageცხოვრება კინოა
18-დან 25 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცების გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობა თავის სექსუალურ ცხოვრებას არც ისე მშვენივრად მიიჩნევს, როგორც ამას პორნოფილმებში უჩვენებენ. ქალთა 60%-ზე მეტი კი დარწმუნებულია, რომ მათი სექსუალური ცხოვრება ისევე შესანიშნავია ან უკეთესიც კი, ვიდრე ეკრანზე დემონსტრირებული ფილმია.

0
137
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0