x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134511
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ერთხელ ყველას უყვარდება 6
imageსახლში როგორც კი შევედით ზიზიც უკან მოგყვა....

-ზიზ როგორ გამახარე...მომენატრე რა კარგია რომ მოხვედი...მარტო ხარ?


-მეც მომენატრე.საქმე მქონდა და ცოტახნით შემოგიარე უნდა გელაპარაკო...

-ოთახში ავიდეთ..


-კარგი, უი მართლა გეგა მეორე კვირას ჯვარს ვიწერთ დღეს გადაწყდა პირველს თქვენ გეუბნებით...

ოთახში გავედით...

-მაშინებ უკვე მითხარი რახდება?

-გუშინ ლევანს ველაპარაკე.მომილოცა ჯვარს როდის იწერთო მკითხა...

-მერე?დამაღირსე

-მერე ვუთხარი დღე და ჩამოვალო მითხრა...

-ხუმრობ?

-არა ვერ ხედავ მაშინვე შენთან გამოვიქეცი ერთი სული მქონდა როდის ჩამოხვიდოდი რომ შენთვის მეთქვა მთხოვა რომ შენთვის არ მეთქვა მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი......არაფერს იტყვი რამდეხანს უნდა იყო ჩუმად?

-არ ჩამოვა...

-მე კიდე მგონია რომ ჩამოვა ...

-დარჩება?

-მანამ დავრჩები სანამ ლენას წასვლაზე არ დავითანხმებო...

-ცოტა გვიან ხომ არისთქო...

-შენი დაბრუნების დიდი იმედი აქვს...არ მინდა გული გეტკინოს...

-უკვე იმდენი დრო გავიდა აღარ ვიცი...დავიღალე ლოდინით...

-რამე ხდება და მე არ ვიცი?

-არა არაფერი.უბრალოდ გაუცხოვდით ერთმანეთის მიმართ, შენც ხომ იცი რამდენი ცრემლი დავღვარე რამდეხანს ველოდი, მეგონა რომ ერთ დღეს ჩემს მონატრებას ვერ გაუძლებდა და ჩემთან გამოიქცეოდა მაგრამ ეს არ გააკეთა პირიქით ჩემს გასამწარებლად სხვა მოიყვანა ცოლად...

ეხლა კი ძნელია ყველაფერი თავის ადგილას დავაბრუნო..

-ვიცი სიხარულო..მგონი ჯობდა არ ჩამოსულიყო..

-არა ჩამოვიდეს..ვიცი არ იქნება იოლი მაგრამ ეხლა გაირკვეს ყველაფერი სჯობს რადგან ცხოვრება მინდა რომ გავაგრძელო ან მასთან ან მის გარეშე..

-იცოდე რომ შენს გვერდით ვარ... მიყვარხარ...

-ვიცი...

-წავედი ეხლა..ხვალ გამოდით შენ და გეგა...არ ვმუშაობთ...

-ჯერ კარგად გამოვიძინებ და მერე შეიძლება..

ვიჯექი ოთახში გაშტერებული არ ვიცოდი გამხარებოდა თუ მწყენოდა...მეტირა თუ მეცინა..გრძნობებიდან სრულიად დაცლილი და დაცარიელებული ცარიელი თვალებით ჭერს მივშტერებოდი...

ცრემლები კი თავისით მოდიოდნენ თვალებიდან...

ვერც კი გავიგე გეგა თავზე როგორ წამომადგა...

-რა გჭირს?

-არაფერი..

-მართლა?არაფრისთვის ტირიხარ? ჩემი ხმაც კი არ გესმოდა რომ გეძახდი..

-გეგა ეხლა საუბრის თავი არ მაქვს გთხოვ მარტო დამტოვე...

-ნუ დამელაპარაკები არც მინდა...უბრალოდ არც ის მინდა რომ იწვე აქ და ნიანგის ცრემლებით ტიროდე...ეხლავე ადექი...მივდივართ

-არა..

-კი

გეგამ მკლავებში ხელი მომკიდა და ფეხზე წამომაგდო...

-სად მიგყავარ?

-მშვიდი საღამოა გავისეირნოთ...

უხმოდ გავუყევით ქუჩას ...მერე ნაპირზე ჩამოვჯექით ჩვენ ჩვენს ფიქრებთან ერთად...

არ ვიცი რამდეხანს ვიჯექით ასე...

-ლენა წავიდეთ?

-ხო შემცივდა...

წამოვდექით და სახლისკენ ისევ უხმოდ წავედით...არ გვისაუბრია მაგრამ შედარებით მშვიდად ვიყავი...სახლში საკმაოდ გვიან მივედით

პირდაპირ საძინებლისკენ წავედი...

-ლენა ტკბილი ძილი...

-შენც..

კარებთან შევჩერდი საშინლად მომინდა გეგასთვის ყველაფერი მეთქვა..სამზარეულოში შევბრუნდი..

-გეგა

-გისმენ ლენა?

-ლევანი ბრუნდება..

-ყველაფერი კარგად იქნება...

-იმედია...

დამნაშავე ბავშვივით გამოვბრუნდი და ჩემს ოთახში გავედი...

მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა...მეორე დღეს კი ძლივს ავდექი ძლივს გავიღვიძე...

ოთახში გასულს ძალიან შემრცხვა, ლია დეიდა სამზარეულოში ფუსფუსებდა და მთელ სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა...

-ძალიან კარგი რომ ადექი შვილო...გეგა ეხლა მოვიდა და საშინლად შია ვეღარ ითმენს..

-რომელი საათია? ღმერთო როგორ მცხვენია არ ვიცი ამდეხანს რამ დამაძიან უკვე სამი საათი იყო..

-არაუშავს შვილო გადაიღალე, დასვენება გინდა..

გეგასაც სულ მაგას არ ვსაყვედურობ ან მუშაობს ან მეგობრებთან ერთადაა..როდის ასწრებ გამოძინებას მართლა მიკვირს...

-დედა მე ესეთი ენერგიული ვარ ლენასავით მკვდარი სული კი არ ვარ..

"ენერგიული კი არა უგულო ხარ შენ" ჩუმად უჩურჩულე გეგას როცა ლია დეიდა ოთახიდან გავიდა...

"ეგ სიტყვები არ ინანო შენ"

დღები ძალიან ნელა მიდიოდნენ, ზიზი საპატარძლოდ ემზადებოდა მე მეჯვარეობისთვის...გადაღლილი განრიგის მიუხედავად ლევანთან შეხვედრაზე ფიქრი არ მშორდებოდა ...ნეტა როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა?ვეკითხებოდი საკუთარ თავს მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი.. ...უკვე პარასკევია ზიზიმ კაბინეტში დიდი კალენდარი ჩამოკიდა რომელზეც ყოველ დღეს დიდი მონდომებით ხაზავდა...ზიზი ადრიანად წავიდა სახლში მეც უსაქმოდ ვიჯექი და კალენდარს მივშტერებოდი..ნუთუ მართლა ორ დღეში ვნახავ ლევანს?

ფიქრებიდან ზარმა გამომარკვია...

-ხო გეგა..

-რას შვები...

-არაფერს მარტო ვარ და უსაქმურობით ვკვდები.., თუმცა უკვე აღარ ვარ მარტო გოგა მოექანება ჩემი ოთახისკენ...

-ოჰ, რაო რა მინდაო?

-არ ვიცი გავიგებ...

-ლენკა ლამაზო როგორ ხარ?მარტო დაგტოვეს..

-ხო, ზიზი ადრიანად გაუშვი მზადებაშია მალე მეც გავალ ...გეგასთვის არც გამითიაშია ისე ვუპასუხე გოგას

-ტელეფონზე საუბრობდი..

-ვსაუბრობ...

-კარგი მოსაცდელში დაგელოდები, ერთად გავიდეთ ყავა დავლიოთ...

-ბოდიში უარი უნდა გითხრა, ხომ იცი კვირისთვის უნდა მოვემზადო...

-შენ ისედაც ლამაზი იქნები...კარგი კვირამდე მაშინ..

-კარგად...

-გისმენ აქ ხარ?

-ხო, არ მითხრა ეხლა ეგ იდიოტიც მოდის ქორწილშიო...

-მოდის..

-ზიზის მოვკლავ...

-რას ერჩი გოგას?

-არაც არაფერს არ მევასება...უი, მართლა რატო გირეკავ.ხუთ წუთში მოვალ და ძირს ჩამო..ზურამ დარეკა ანი დაჩაზე გეპატიჟება ტორტზე...

-ანისთან ერთად ჭორაობა კარგია მაგრამ არ მცალია..

-გოგო, შენ მე გოგა ხომ არ გონივარ?

-გოგო რა მიმართვააა ბიჭო?

-აბა ნუ იქცევი ბავშვივით..გაემზადე მოვედი უკვე ხომ იცი არ მიყვარს ლოდინი...

-ხოდა გზა ხსნილია...

-მალე...

გეგამ ტელეფონი გამითიშა ჩანთა ავიღე და და კაბინეტიდან გამოვედი...რატომ ვერ ვამბობ გეგას დაძახებაზე უარს და ყოველთვის რატომ ვარ მის გვერდით?უკვე ძალიან ავირიე...ერთ მხარეს გეგა მეორე მხარეს ლევანი...

დაჩაზე როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები მავიწყდება ყველაფერი..ანიმ მისი გამომცხვარი ტორტი დაგვახვედრა“უნდა ავღნიშნო რომ უგემრიელესი იყო...ცოტა დავლიეთ გვიანობამე ვისაუბრეთ...

-გეგა ჩვენი წასვლის დროა...

-კარგი, წავედით...

-ზურა ანი კარგად თქვენთან თავს მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ...

-ძალიანაც კარგი გვესტუმრე როცა მოგინდეს..

-სიამოვნებით ზურა...

-ლენ წავედით წვიმამ დაიწყო...დამისველდები...

-შენ როგორ ზრუნავ ჩემზე...

-არ ვზრუნავ ხო? გეგამ ძალით ჩამტენა მანქანაში და წამოვედით წვიმამაც იმატა...

თვალები დავხუჭე და წვიმის ხმას ვუსმენდი...

-ლენა? დაყრუვდი?

-რა?

-შენი ტელეფონი რეკავს..

ტელეფონს დავწვდი უცხო ნომერი იყო გავთიშე...მაგრამ უცნობი არ ისვენებდა...

-გისმენთ...

-ლენიკო...

-შენ ხარ?სად ხარ?ეს რა ნომერია?

-შენთან ძალიან ახლოს..

-ჩამოხვედი?

-უნდა გნახო?

-უკვე გვიანია..ხვალ გნახავ..

-ხვალ?ლენა!

-სად ხარ?

-შენ სახლთან ახლოს სკვერში და გელოდები..

-ქალაგარეთ ვარ ნახევარ საათში შეგეხმიანები...

-გელოდები...

ტელეფონი გავთიშე და ცრემლები თავისით წამომივიდა...

-ჩამოვიდა?

-კი..

-სად მიგიყვანო?

გეგასგან ამ კითხვას არ ველოდი..გაკვირვებულმა შევხედე..და მის სახეზე დიდი ტკივილი ამოვიკითხე..

-"ჩვენთან სკვერში" ჩუმად ჩავილუღლუღე..მცხვენოდა გეგასი რადგან ლევანთან შესახვედრად მივდიოდი...

გაგარძელება იქნება ......


4
102
9-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
102
  
2014, 2 ოქტომბერი, 11:43
დღეს დავამთავრებ გპირდებით...:)
2014, 2 ოქტომბერი, 9:48
როდის იქნება გაგრძელება.................
2014, 2 ოქტომბერი, 1:26
მდააა... სულ ვიძახი ჯერ არ წავიკითხავ, შორემ წერა დაასრულოსთქო, მაგრამ რომ ვხედავ ახალი თავი დაიდო, მექნიკურად "ვეტაკები" ხოლმე :)) არ მიყვარს ლოდინი :(
2014, 2 ოქტომბერი, 0:53
დავიტანჯეე :D :D
0 1 4