x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ობობა, უძველესი სამკურნალო მწერი.

image დიდი ხანია, რაც მედიცინამ ობობებთან დაიჭირა საქმე. ექიმებს არამარტო ობობას დაკბენილი განუკურნავთ, თვით ობობითაც უმკურნალიათ....
image აბლაბუდა სახალხო მედიცინაში ჭრილობების სამკურნალოდ ითვლებოდა. სისხლდენას ის საკმაოდ კარგად აჩერებს და დამტკიცებულია, რომ ზოგიერთი ბაქტერიციდული თვისებაც აქვს, ოღონდ ეს მხოლოდ სუფთა, ახალ აბლაბუდას ეხება; მიუხედავად ამისა, აბლაბუდათი დღემდე ირჩენენ ჭრილობებს ინგლისსა და იტალიაში.
უფრო ძველ დროში, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნიდან, აბლაბუდას გამოყენება ჭრილობებზე ჩვეულებრივი ამბავი იყო.
შექსპირის "ზაფხულის ღამის ზღაპარში", ერთ-ერთი გმირი ხოტბას ასხამს ობობას სამკურნალო აბლაბუდასათვის.
შექსპირზე ასი წლით გვიან კი ერთი განთქმული ინგლისელი ექიმი, როგორც თვიტონ ამტკიცებდა, სულ ადვილად აჩერებდა სისხლდენას აბლაბუდით, რომელსაც წინასწარ (ბაყაყის ქვირითში ურევდა და კალის დაფაზე აშრობდა). "ამ საშუალებით მოვარჩინე ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ვერცერთმაექიმმა ვერ გაუჩერა ცხვირიდან სისხლდენაო"...
ჯერ კიდევ პლინიუსის დროს ყველას, ვისაც მალარიის და სხვა დაავადებისაგან განკურნება სურდა, ექიმები ურჩევდნენ, რომ კისერზე პარკუჭში ან კაკლის ნაჭუჭში ჩასმული ობობა ჩამოეკიდათ. ამასვე ურჩევდნენ მრავალი საუკუნის შემდეგ ძალიან ცნობილი ევროპელი ექიმები თავის პაციენტებს...
image თუ ობობა ცოცხალი არა გყავთ, ქვის ობობაც კარგად გამოდევნის სენს ორგანიზმიდან, განსაკუთრებით ცოებას, ირწმუნებოდნენ XVII საუკუნეში. image
აი, რატომ იყო, რომ ქვისგან გამოთლილი ან ქვაზე ამოკვეთილი ობობები სწრაფად უსაღდებოდათ ოქრომჭედლებსა და მეაფთიაქეებს: იყო
ეს დიადემა, ყელსაბამი, უბრალო ძვირფასი ქვა...
imageimageimageimage














ობობას სამკურნალო თვისებებისადმი ამ უცნაურმა რწმენამ იქამდე მიიყვანა ხალხი, რომ მარტო კისერზე დაკიდება კი არა, მათი აბებივით ყლაპვაც დაიწყეს! აი, "ობობათერაპიას" ერთ-ერთი რეცეპტი: აიღე ცოცხალი ობობა, ისე რომ არ დააზიანო, ფრთხილად ჩადე პურის პატარა გულში და გადაყლაპე...
აი, კიდევ მეორე მისი მსგავსი, (ექიმ უოტსონის მიერ 1750 წელს შედგენილი) : "ობობა ოდნავ გაჭყლიტე და ქიშმიშში, კარაქში ან პურის გულში ჩადე" - აბი მზადაა! ყველა ავადმყოფობას შველის განსაკუთრებით მალარიას.
ობონას აბები XVIII საუკუნის მედიცინის სიახლე არ გეგონოთ, ეს ასეული წლების მანძილზე ადამიანის კუჭზე გამოცდილი მედიკამენტია. ობობების ბრიტანელმა სპეციალისტმა დოქტორმა ბრისტოუმ შუა საუკუნეების ხელნაწერებში თორმეტამდე ამგვარი რეკომენდაცია იპოვა.
მხოლოდ ამერიკაში აღმოჩენილმა ქინაქინის ხემ მოუღო ბოლო ამ უცნაურ წამალს, რადგან ქინაქინა აშკარად უფრო ეფექტური საშუალებაა ციების დროს, ვიდრე ქიშმიშში ჩასმული ობობა, რომელიც პატიოსან კონკურენციულ ბრძოლაში თანდათან განდევნა აფთიაქის დახლებიდან.imageimage
ესაა ქინაქინის ხე...

0
262
1-ს მოსწონს
ავტორი:nago123
nago123
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0