x
image
worldsport.ge
კაკა MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

imageზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იტალიური "მილანიდან" "ორლანდო სიტიში" გადაბარგებული ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო იზეკსონ კაკა, აშშ-ს ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული guardian ავრცელებს.
"სან პაულოში" განათხოვრებულ ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველს წლიური ანაზღაურება 7 167 500 დოლარი ექნება, რაც სარეკორდოა. ყველაზე მაღალი ანაზღაურება 2011 წლამდე დევიდ ბექჰემს "ლოს ანჯელეს გალაქსში" ჰქონდა - 6.5 მილიონი დოლარი.
MLS-ში კაკას თამაშის დაწყების შემდეგ, "სიეტლის" თავდამსხმელი კლინტ დემპსი ანაზღაურების მხრივ მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. ამერიკელ ფეხბურთელს წელიწადში 6 695 000 დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო რეიტინგში მესამე-მეოთხე ადგილებზე "ტორონტოს" ფეხბურთელები მაიკლ ბრედლი 6.5 მილიონით და ჯერმეინ დეფო 6.18 მილიონით არიან.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0