x
image
worldsport.ge
მესი და რონალდუ რეკორდის დამყარების მოლოდინში

image2014/15 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში დიდი ალბათობით ევროპის უმთავრესი ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის მადრიდის "რეალის" ლეგენდის რაულ გონსალესის (71 გოლი) რეკორდი დაემხობა.
მადრიდის "რეალის" ყოფილ ლეგენდას ბომბარდირთა დავაში კვალში მადრიდის "რეალის" და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელები კრიშტიანუ რონალდუ (68) და ლიონელ მესი (67) უდგანან.
ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩებში სამეფო კლუბი ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ ბულგარულ "ლუდოგორეცს" ხვდება და ბოლო დროს ჰეთრიკებით განებივრებულ რონალდუს მინიმუმ რაულის მიერ მიღწეული შედეგის განმეორება შეუძლია.
რაც შეეხება არგენტინელ მესის, "ბლაუგრანა" სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდება და რთული წარმოსადგენია, მესიმ ამ მატჩში ოთხი გოლი გატანა შეძლოს, რათა რაულის შედეგი გაიმეოროს. თუმცა მესი მესია და მისგან ყველაფერი მოსალოდნელია პოკერიც კი.
დიდი ალბათობით ამ სეზონში, როგორც კრიშტიანუ, ასევე მესი რაულის შედეგს არა მარტო გაიმეორებენ, არამედ გააუმჯობესებენ კიდეც. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ რაულ გონსალესს 71 გოლის გატანა 142 მატჩში შეძლო. ამ მხრივ როგორც, არგენტინელს ასევე პორტუგალიელს უკეთესი შედეგი ექნებათ. რონალდუმ 104 მატჩში 68 გოლი გაიტანა, ხოლო მესიმ 87 მატჩში - 67. შედეგიანი გადაცემების მხრივ აღნიშნულ სამეულში მესი ლიდერობს - მან თანაგუნდელებს 28-ჯერ გაატანინა, რონალდუმ 27-ჯერ, ხოლო რაულმა - 15-ჯერ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0