x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ერთხელ ყველას უყვარდება 5
image-აქ რატომ გავჩერდით?

-წამო ჯვარზე ავიდეთ..

-გაგიჟდი ეხლა.ღამეა...

-მერე რა, ეხლა იქ რომ არ ავიდე გავგიჟდები სურვილი უნდა ჩავიფიქრო...მე აგიყვან წამო..


-კარგი..

გეგამ ხელი ჩამჭიდა და გზას გაუყევით...ასე ხელჩაკიდებულები ავედით და ასე ხელცაკიდებულები ჩამოვედით იქედანაც...რა ჩაიფიქრე?მეტყვი თუ საიდუმლოა. ვკითხე როცა მანქანაში ჩავჯექით...

-არა საიდუმლო არაა..ოღონდ ეხლა არ გეტყვი...

-აბა..

-როცა ამიხდება...

-კარგი..

ისევ გავჩუმდით ორივე...

-რა მალე მოვედით..რა კარგია დედაჩემს ჩავეხუტები...

-მშურს მისი...

-არც იოცნებო დამპალო...

-არა და ვოცნებობ..წადი გაიქეცი ჩაეხუტე დედას..

-შენ სად მიდიხარ?..არ ამოხვალ?...

-არა...

-მე ხომ გსტუმრობ ეხლა შენ მესტუმრე...

-არა, მეგობართან წავალ...რაპონტია ეხლა მამას სასიძო მიუყვანო სახლში წინასწარ...

-შენ ვერ ხარ ხო?..ცოტა დაგაკლდა ამ ბოლო დროს ხომ იცი...

-გავგიჟდი..ხვალ რომელზე მიდიხარ სასამართლოში? მოგაკითხავ..

-არ მინდა გოგა მომაკითხავს...

-კარგი..

კიბები ავირბინე და კარები ჩამოვიღე ისე დავაბრახუნე...კარი დედამ გამიღო...კისერზე ჩამოვეკიდე და ასე ვიყავით აღარ მახსოვს რამდეხანს.ეხლა მივხვდი როგორ მომნატრებიან ჩემები...

დედას გვიანობამდე ვიჭორავე..მოუყევი ყველაფერი მაგრამ ყველაზე მთავარი არც კი მიხსენებია ანუ გეგა არ მიხსენებია..

მეორე დღეს გოგას ზარმა გამაღვიძა...საქმეებს როგორც კი მოვრჩი გოგას დაჟინებული თხოვნის მიუხედავად გასეირნებაზე უარი ვთქვი და დავემშვიდობე...ფეხით გაუყევი ქუჩას მარტო

ვეღარ მოვითმინე და გეგას მივწერე

"აბა რას საქმიანობ"

"ისეთს არაფერს შენ რას მთავაზობ"

"დღეს მე გიმასპინძლებ, ეხლა კაფეში ვარ მოხვალ?"

"ყავა ჩემთვისაც შეუკვეთე"

ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია გეგა ათ წუთში კაფეში გაჩნდა...

-სად წავიდეთ..

–სადაც გინდა? შენთან ყველგან კარგია...

-კარგი მაშინ მთაწმინდაზე ავიდეთ

-წავედით..

შემთხვევით თუ დაგეგმილად გეგას ძმაკაცი და მისი მეუღლე შეგვხვდენ..სწორედ ის ძმაკაცი რომელთანაც გეგა გუშინ დარჩა..

ოთხივე კაფეში დავჯექით და საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ..მერე სოფოს და თაზოს დავემშვიდობეთ და წამოვედით...

-სახლში უნდა წახვიდე?

-აბა?

–ცოტახანს გავისეინოთ კიდევ ფეხით მანქანას თაზოს დაუტოვებ...

-კარგი..

-ძალიან საყვარელია სოფო როგორ უხდება ორსულობა...

-ძალიან მაგარი გოგოა...სულელია..

-შენი ნათლული უნდა იყოს ხოო?

-ხო მეჯვარე ვიყავი მაგათი...აუ, რა ამბები გვაქვს გადატანილი მაგათ გამო...

-დიდხანს უყვარდათ ერთმანეთი?

-კი ექვსი წელი...სოფოს გულისთვის მე თაზო და ზურა ისე გვცემეს რომ ერთი კვირა სახლიდან არ გამოვსულვართ არცერთი..

-მაშინ მენახე რას დაგცინებდი...რატო?

-რავი სოფოს ძმას არ ევასებოდა თაზო, ვიღაც ბიჭს უყვარდა კიდევ და ხან იმასთან ვჩხუბობდით ხან ძმასთან...

-მერე?

-მერე ჯვარი დაიწეერეს ჩუმად და ერთი თვე ზურასთან იმალებოდნენ აგარაკზე და მერე ნელნელა ყველაფერი მოგვარდა... ოჯახიც ეხლახანს შეურიგდათ...

-რა დააშავა ეგეთი თაზომ რომ არ მოსწონდათ...

-არც არაფერი უბრალოდ ის ბიჭი ყავდათ რატომღაც მიღებული..ოჯახებით მეგობრობდენ და თაზო აღარ მოეწონათ..

-გასაგებია...

-შენი ბიჭი მოწონდა შენებს?

-რამ გაგახსენა?კი მოსწონდათ ჩემი ძმის ძმაკაცი არის..

-მალადეც..საცემები ხართ ორივენი...

-რა?არ შეიძლება ძმაკაცის დის შეყვარება?

-არ ვისაუბროთ ამაზე...კარგას არაფერს გეტყვი და არ მინდა გაწყენიო...

-კარგი..სახლში გამაცილებ თუ თავად წავიდე?

-არ მინდა წახვიდე მაგრამ თუ არ იშლი წავიდეთ...

ჩუმად გაუყევით გზას...როგორ მომნატრებია ჩემი ქალაქი...

-აი უკვე მივედით...

-ხო, არ ამოხვალ?

-არა...

-კარგი მე წავედი...

- ხო მართლა ხვალ რა გეგმები გაქვს?

-თორმეტზე სასამართლოში..მერე ხუთზე ჩემს გოგოებს ვხვდები კაფეში...

-ესე იგი ხვალ ჩემთვის არ გცალია...

-არა...

დღემ მშვენივრად ჩაიარა როგორც იქნა ჩემი გოგოებს ვნახავ..სასწარფო წესით ჩემი კაფისკენ გავეშურე სადაც ჩემი გოგოები მელოდნენ...

ყველანი უკვე მოსულები დამხვდნენ..

-როგორ მომენატრეთ რომ იცოდეთ...ზიზიმ ყველა ჩამიკოცნეო ..ეხლა ზიზის მაგივრადაც უნდა გაკოცოთ...

ფეხზე წამოვდექი რადგან ყველასთვის კიდევ ერთხელ მეკოცნა და ადგილზე გავშეშდი..კაფეში გეგა შემოვიდა ვიღაც გოგოსთან ერთად...

-დაჯექი და მოგვიყევი ამბები...ზიზიმ მითხრა ვიღაც ბიჭი ეპრანჭებაო...

-კაი რა რა სისულელეა, ერთი ტიპია რა არაფერი ისეთი.იმას მგონი მაგრად ვევასები იმდენი იჩალიჩა ზიზის საქმე აახია ჩემთან ერთად რომ წამოსულიყო...მაგრამ შანსი არ აქვს

-კაი ტიპია?

-ო, არათქო ხო გითხარით ვააა...

გეგას თავალს არ ვაშორებდი, ინტერესი მკლავდა თუ ვინ იყო ის გოგო..არც ის მაშორებდა თვალს...გეყოფა ლენა რა სულელი ხარ აქ შენს გამო მოვიდა იცოდა რომ აქ იქნებოდი შენი რეაქცია აინტერესებს თავს ნუ იწვავ...თვალები მოაშორე

-ლენკა..სად დაფრინავ რა გჭირს გამომაფხიზა თათამ...

-არაფერი ნაცნობი დავინახე...

-ვინ?

-მოითმინე მოდის ჩვენსკენ და თავად მიხვდები...

-გამარჯობათ...

გეგა მოგვიახლოვდა და გოგოებს ზრდილობიანად მიესალმა, მერე თათა და ნუცა გადაკოცნა...

-გეგა როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ...

-აბა სამი წელი გავიდა თათ შენ კიდევ უფრო ლამაზი ხარ...ნუც შენ კიდევ ისეთი გიჟი ხარ? თუ დასერიოზულდი?

-მე და შენ რა შეგვცვლის?ჩვენ და სერიოზულობა?

-მე დავჭკვიანდი...

-მაგას ვერ დამაჯერებ...


-ვინც არ იცნობთ გაიცანით ეს გეგა, ჩემი მეგობარი და ზიზის ბიძაშვილი...

-სასიამოვნო იყო გოგონებო თქვენი გაცნობა...თქვენი კი ნახვა...

ეხლა წავედი თორემ გამიბრაზდებიან სასიამოვნო საღამოს გისურვებთ..

-არ არსებობს თქვენ ერთად ჩამოდით?

-ხო...საქმე ქონდა და ერთად წამოვედით...

-ერთად როგორ ხართ?

-კარგი რა ნუ სულელობთ...

-მალადეც შენ თუ ამ ბიჭთან ერთად ცხოვრობ და მასზე არ გეფიქრება თათას ჯუნაც აყვა..

-არ მეფიქრება..

-ისე ზიზი რატო გვიმალავდა ასეთ მაგარ ბიძაშვილს?

-არ გვიმალავდა მე, თათა და ნუცა ვიცნობთ. სკოლის პერიოდში ხშირად ვხვდებოდით მერე საქართველოში არ იყო..

-ყავს ვინმე?

-ვინმე ნათი? ვინმე კი არა უამრავი ...კარგი შევეშვათ ეხლა და თქვენზე მომიყევით ახალი რაა თქვენკენ...

-ხო გიყვებით ყველაფერს ფეისბუქზე?

-ჩემთან ვინები რჩებით დღეს?

-მე საღამოს გუგასთან ერთად მივდივარ კლუბში მაპატიე...მომიბოდიშა ნუცამ...ყველას რაღაც საქმე გამოუჩნდა მხოლოდ მე და თათა შემოვრჩით ერთმანეთს...

-ლენ წავიდეთ?

-წავედით თათ...

ჩვენ წამოვედით გეგა და უცნობი გოგონა კაფეში დავტოვეთ...პირდაპირ სახლში ავედით...დედამ გემრიელი საჭმელები დაგვახვედრა, ჩემ ძმას ძმაკაცები ყავდა და გვიანობამდე არ დავწოლილვართ...

-ლენ მომენატრა ამ ლოგინში დაძინება...შენთან ჭორაობა და გიჟობები..

-მეც თათუ...იქ ზიზი მყავს მაგრამ მაინც მიჭირს უთქვენოდ...რამდენი რამე გაგვითენებია მე შენ, ნუცის და ზიზის ჭორაობაში გახსოვს...

(ჩვენ ოთხივე პირველი კლასიდან მოყოლებული დაქლები ვართ)

-კარგად ხარ შენ იქ მარტო..ზიზის გარეშე?

-არ ვიცი...

-არაფრის თქმა არ გინდა?

-კი მინდა მაგრამ ვერ ვამბობ...

-თქვი, გულზე მოგეშვება თუ ბრძნულ რჩევას ვერ მოგცემ ხომ მოგისმენ მაინც...

-თათ, მგონი შეყვარებული ვარ...

-ვიცოდი, დღეს თქვენს თვალებში ამოვიკითხე...

-პირველი ადამიანი ხარ ხარ რომელსაც უთხარი..გაურკვევლობაში ვარ...

-თვითონ რას ამბობს?

თათას ყველაფერი დაწვრილებით მოუყევი..ისიც მისმენდა...

-შენ რას მეტყვი?

-შენ გიყვარს მასაც უყვარხარ..დაივიწყე მისი წარსული, მის წარსულთან ერთად შენიც და დატკბი ამ გრძნობით...

-მეშინია..დროებითი გატაცება არ აღმოვჩნდე...

-ცხოვრებაში ერთხელ ყველას უყვარდება..არ გაქვს უფლება ხელი კრა წარსულის გამო...შენამდე არ ყვარებია ერთობოდა შენ სხვა ხარ...

მინდოდა კიდევ რაღაც მეთქვა თათასთვის მაგრამ ტელეფონმა შემაწყვეტაი მესიჯი მოვიდა...

"აბა, ერთობი შენს გოგოებთან ერთად?"

-ის არის?

-კი..

-კარგი მე დავიძინებ შენ მესიჯებით გაერთე..

-მიყვარხარ თათ...

-მეც, მინდა რომ ბედნიერი იყო.. ხვალ წასვლამდე სამივემ ერთად დავლიოთ ყავა..თან გავიგო ერთი რას ფიქრობს ბიჭი..

-კარგი ტკბილი ძილი... ტელეფონი ავიღე და მესიჯის წერა დავიწყე...

"მარტო თათა შემომრჩა, ეხლა კი მანაც დაიძინა..შენ არ ეთობი?კარგი გოგო იყო მომეწონა"

"ხომ არ ეჭვიანობთ გოგონი?"

"რა სისულელეა შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანო?"

"იქნებ შეგიყვარდი"

"ოცნება უფასოა"

"ხვალ რომელზე წავიდეთ?"

" ხვალ თორმეტისთვის გამომიარე, ყავა დავლიოთ ვისაუზმოთ და წავიდეთ, არ მოგერიდოს მარტო მე და თათა ვიქნებით"

"კარგი"

"ტკბილი ძილი"

"შენც ტკბილი ძილი პატარა"


გეგამ დათქმულ დროს გამოგვიარა, კარგახანს ვიჯექით სამზარეულოში და ძველ ამბებს ვიხსენებდით, მერე თათა სახლში დავტოვეთ ჩვენ კი ბათუმისკენ ავიღეთ გეზი..ორ წუთში თათამ მესიჯი მომაწია..." არ მეჩვენება, ეს ბიჭი ნამდვილად შეყვარებულს გავს"

"დრო გვიჩვენებს თათ"

"იცოდე ყველაფერს მომიყვები არაფერს დამიმალავ"

"კარგი სიხარულო, ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ"

-არ გეყოთ მთელი ღამე საჭორაოდ?

-არა, საუკუნეც არ გვეყოფა..

-რაო თათამ?

-რაზე?

–ჩემზე ხომ ესაუბრე?

-არა..

-იტყუები..

-არ ვიტყუები, შენი აზრით შენზე მნიშვნელოვანი არაფერია ჩემთვის მასზე რომ მესაუბრა...???

-კი როგორ არა მაგალითად გოგა

-რატომაც არა..

მერე ორივე გავჩუმდით..თვალები დავხუჭე და ფიქრებში წავედი...გარეთ კი კოკისპირულად წვიმდა...

გაგრძელება იქნება



4
106
10-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
106
  
2014, 1 ოქტომბერი, 18:17
მალეეე:)
2014, 1 ოქტომბერი, 14:55
გაგრძელებას როდის ვნახავთ.....
2014, 30 სექტემბერი, 23:15
აბა რა მაგარი?
2014, 30 სექტემბერი, 2:34
რამდაგარია :D :D ამდენს რა წაიკითხავს :)))))))))))
0 1 4