x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რაში დავზოგოთ ფული

ფულის დაზოგვა ყველას არ გამოსდის, თუმცა ზოგჯერ ეს აუცილებელი და საჭიროა, ვინ იცის რა დროს დაგვჭირდება "შავი დღისთვის " გადანახული რამდენიმე ლარი. ხშირად ხდება, რომ მთელი თვის და შეიძლება წლების მანძილზე ყულაბაში ნაგროვები ფულით უცებ არც თუ ისე საჭირო ნივთის შესაძენად დავხარჯოთ. მოდით დავფიქრდეთ, იქნებ ჯერაც არ "მოძველებულა" მაცივარი, რომელიც გაქვთ, ან საყვარელი ფილმის ყურება შესაძლებელია 42 დიუმიანი ტელევიზორის გარეშე. მიმოიხედეთ ირგვლივ, თქვენს მეგობრებსა და ნაცნობებში, თქვენ გსურთ მათსავით ხარჯვა? ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლოა გასავალი შემოსავალზე მეტი გქონდეთ. ყველა ნაბიჯზე გვხვდება სიტუაცია, როდესაც მამაკაცი ხარჯავს უკანასკნელ კაპიკებს, რომ გოგოს პირველ პაემანზე თავი მოაწონოს.

და ბოლოს გამოაღეთ მაცივარი და შეიხედეთ, რამდენი ჩაყლაპა კვირის მანძილზე ამ "უძირო კასრმა". საქმე კი იმაშია, რომ მთელი კვირისთვის დამარაგებული საკვები, რომელიც თითქოს ფულის დაზოგვის მიზნით ერთდროულად ვიყიდეთ სინამდვილეში ამაო მცდელობაა ფულის ეკონომიის, ნაყიდი პროდუქტების ნაწილი რჩება ან შიანურ ცხოველებს ან იყრება სანაგვე ყუთში.







0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0