x
image
beko777
10 ქალაქი რომელიც უნდა ნახო სანამ ბოლომდე დაინგრევა
არავინ იცის რამდენი ასეთი ქალაქი შეიძლება არსებობდეს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ბევრი ქართველისთვის მიუწვდომელი თუნდაც ტყვარჩელი, ერთდროს ულამაზესი ქალაქი აფხაზეთში - დანგრევის პირასაა მისული...
ამჯერად მსოფლიოში გაბნეული ძველი ქალაქების იმ ათეულს წარმოგიდგენთ, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო და თავის ეშხს და სილამაზეს დღესაც ინარჩუნებს ზოგჯერ სერიოზული არქიტექტურით, ზოგჯერ შემორჩენილი ქვის გროვებით, რომელიც ერთდროს ქალაქი იყო


1.პომპეი - ქალაქი რომელიც დღემდე ბევრს გონია, რომ ცეცხლით გადანგურდა, არადა ქალაქი ცოცხლად მაშინ დაიმარხა როცა ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ წარმოქმნილმა ფერფლმა და ღრუბელმა პომპეის გადაუარა და ცოცხლად დამარხა და გააქვავა ყველაფერი სულიერი. დღემდე შემონახულია ადამიანთა გაქვავებული ქანდაკებები იმავე პოზაში, რა პოზაშიც ისინი ვულკანის ამოფრქვევის დროს იყვნენ, ეს ქალაქი დღეს მკვდარ ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ტურისტებისთვის

image

2. ეფესი - ეგეოსის ზღვის პირას გაშენებული ერთდროს ულამაზესი ქალაქი იყო, იმის ხარჯზე, რომ ხელსაყრელ ადგილას იყო აშენებული, მალე გახდა სავაჭრო-სამრეწველო მდიდარი ქალაქი, - დღეს კი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სახელმწიფოს მფარველობის ქვეშაა, უფრო სწორად რაც ამ ქალაქისგან დარჩა

image

3. ბაბილონი - მსოფლიოს ეს უძველესი ქალაქი, რომ ერაყის ცენტრში იყო განლაგებული იცოდით? დღეს, ის ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს და მიუხედავად ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობისა, მაინც დიდი მოთხოვნით სარგებლობს


image

4. აკროტიპი - 5 ათასი წლის უკან ეს ქალაქი ყვაოდა და ვითარდებოდა, დღეს კი, მისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. ჩვ. წ - აღრიცხვამდე1450 წელს ქალაქი ფერფლმა და ლავამ გაანადგურა

image

5. ტროა - იცოდით, რომ ეს უძველესი ქალაქი მხოლოდ 1870 წელს აღმოაჩინა არქეოლოგმა გენრიხ შლიმანმა? თუ ერთხელ მაინც გაქვთ წაკითხული ჰომეროსის „ილიადა“ ან ნანახი გაქვთ ჰოლივუდური ფილმი „ტროა“ უეჭველი ერთხელ მაინც მოგინდებოდათ დღეს უკვე, ნანგრევად შემორჩენილი ამ უძველესი ქალაქის ხილვა

image

6. მემფისი - ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშნელოვანესი ქალაქი იყო, ამ ქალაქში მარხავდნენ ხოლმე მეფეებს, ამ ქალაქში იმართებოდა ყველაზე დიდი ვაჭრობები, ფარაონებიც კი სწორედ მემფისში იღებდნენ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, დღეს მემფისი - ქალაქი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, თავისი სფინქსით და ფარაონ რამზეს მე-2 ქანდაკებით

image

7. პეტრა - იორდანიის ყველაზე დიდი მარგალიტი, კლდის ამ ნაკვეთურებში ოდესღაც ადამიანები ცხოვრობდნენ (რაღაცით ვარძიის მსგავსია), ბუნებრივმა კატაკლიზმებმა და დრომ, ამ ქალაქსაც დაატყო თავისი ხელი, თუმცა - ჯერ-ჯერობით ის მაინც დგას

image

8. ანკოპი - კამბოჯაში აშენებული ეს ტაძარი-ქალაქი, უძველესი ტრადიციების და ისტორიის მქონეა, მისი აშენება ღმერთ ვიშნას მიუძღვნეს მშენებლებმა, ერთდროს ხალხით სავსე ტაძარი-ქალაქი, დღეს მხოლოდ ტურისტებითაა ხოლმე სავსე.

image

9. მაჩუ-პიკჩუ - გსმენიათ ოდესმე დაკარგული ქალაქის შესახებ? ეს სწორედ ის ქალაქია და ის, მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს, უძველესი ისტორიის ქალაქის უკანასკნელი მცხოვრების შესახებ არ მოიპოვება ინფორმაცია, მაგრამ ტურისტებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მაჩუ-პიკჩუ

image

10. მოხენჯო-დარო - ეს ქალაქი ჩვ. წ-აღრიცხვამდე 2600 წელს ააშენეს, ის თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარეობს და ყოველდღიურად ათასობით ტურისტს იზიდავს თავისი სილამაზით და თავისი სიძველით

image


0
281
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0