x
image
worldsport.ge
პელეგრინი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია"

image"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ "ჰალ სიტისთან" მოგებული მატჩის (4:2) შემდეგ განაცხადა, რომ "ქალაქელებს" 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვება მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, ამ სეზონში წარმატებას მივაღწევთ. ჩვენგან გამარჯვებას ელიან და კარგი შედეგის მისაღწევად ყოველწლიურად ვიბრძვით.
ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ჩვენთვის ერთ-ერთი მიზანია. კლუბმა აგრეთვე უნდა შეინარჩუნოს პრემიერლიგის ტიტული და მოიგოს ინგლისის თასიც. ევროპაში, მადრიდის "რეალის", მიუნხენის "ბაიერნისა" და "ბარსელონას" მსგავსი დიდი კლუბები ანალოგიურად ასპარეზობენ და ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა. ჩვენც მათ მსგავსად ყველა ტურნირზე კარგად უნდა ვიასპარეზოთ და გულშემატკივართა გული გავახაროთ" - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.
"მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩი "ეტიჰად სთედიუმზე" 30 სექტემბერს "რომას" წინააღმდეგ ელის.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0