x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პინკ-ფლოიდის ახალი ალბომი 20 წლის შემდეგ
image

ჯგუფმა Pink Floyd-მა წარმოადგინა ახალი ალბომის The Endless River-ის გარეკანის ტიზერი, რომელიც მსოფლიოს 10 ქალაქის შენობაზე გაიკვრება, მათ შორის რა თქმა უნდა ლონდონში, 8 მეტრიანი სიმაღლის ტემზის სამხრეთ ნაპირზე.


ალბომის პროდიუსერია დევიდ გილმორი, ფილ მანსანერა, ედი ჯექსონი და მარტინ გლოვერი.


ორმაგი ალბომი 10 ნოემბერს გამოვა, რომელშიც 18 კომპოზიციაა შესული.The Endless River-ზე მუშაობა პინკ-ფლოიდის მუსიკოსებმა ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყეს, როდესაც Division Bell-ი ჩაწერეს.


image

"ჩვენ მოვისმინეთ 20 საათიანი მუსიკალური მასალა და ავარჩიეთ ის, რომელიც გვსურდა გამოგვეყენებინა ახალ ფირფიტაში", -განაცხადა დევიდ გილმორმა.ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუსიკალურ მასალას ჯგუფი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამუშავებდა, რომ "მიგვეღო XXI საუკუნის Pink Floyd"-ი.image


დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა ისიც აღნიშნეს, რომ ალბომს სახელწოდება The Endless River, მათი გარდაცვლილი კოლეგის, კლავიშებზე შემსრულებლის რიკ რაიტის საპატივცემლოდ დაარქვეს.


ალბომის გარეკანი ეკუთვნის 18 წლის ეგვიპტელ მხატვარს ახმედ იმამ ელდინს, რომელზეც ღრუბლების მდინარეში ნავით მიმავალი მამაკაცია გამოსახული.


ალბომი გამოვა როგორც ორმაგი ვინილის ფორმატში, დამატებული 16 გვერდიანი ბუკლეტით, აგრეთვე CD და DVD სახით, აგრეთვე ბონუსად დაემატება 39 წუთიანი მატერიალი.




0
51
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0