x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჰოლივუდის "დაწყევლილი" ფილმები - მისტიკა თუ შემთხვევითობა (პირველი ნაწილი)
თანამედროვე კინემატოგრაფმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია, არ დარჩენილა არანაირი თემა, რომელზეც ფილმი არ ყოფილა გადაღებული. ჰოლივუდი სახიფათოდ შეეხო პირიქითა სამყაროს საიდუმლოსაც, რის გამოც არაერთი მსხვერპლი ყოფილა ფილმების გადაღების დროს. მისტიკა გადასაღებ მოედანზე - ეს ყოველთვის მხოლოდ რეჟისორის და ფილმის გადამღები ჯგუფის დამსახურება არაა: აუხსნელი უბედური შემთხვევები ფილმების გადაღებისას თუ მსახიობების უნებლიე სიკვდილი, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ შავბნელ ძალებზე და მისტიკურ სამყაროზე გადაღებულ ფილმებში-ეს ერთეული შემთხვევები კი არა, საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაა.

ამრიგად, გთავაზობთ ჰოლივუდის ყველაზე "დაწყევლილი " ფილმების ტოპ-ათეულს.


image


1. ჰოლივუდის ერთ-ერთი პირველი დაწყევლილი ფილმი იყო "ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან" (1939 წელი)



image


ბოროტი ალქაჯის როლის შემსრულებელმა მარგარეტ ჰამილტონმა გადამეტებული გრიმის დადების გამო სერიოზული დამწვრობა მიიღო, რამაც მას სახე დაუმახინჯა. შემდგომში ამ ფილმის რიმეიქების გადაღებების დროს ზუსტად ამ როლის შემსრულებელ ქალ მსახიობებს ემართებოდათ რაიმე უბედური შემთხვევები.




2. ტრილოგია "პოლტერგეისტი" (1982-1988 წლები) მოცული იყო მისტიკური უბედური შემთხვევებით


image


ამ ტრილოგიის გადაღებასთან ბურუსით მოცული უამრავი უბედური შემთხვევაა დაკავშირებული. მისი გადაღებების ექვსი წლის მანძილზე დაიღუპა ოთხი მსახიობი. ყველაზე გახმაურებული მათგან იყო მსახიობ ხეზერ ორურკის გარდაცვალება, რომელიც მხოლოდ 12 წლის იყო. გოგონა თამაშობდა კერონ ენის როლს. მეორე მსხვერპლი იყო დომინიკ დანი, რომელიც 22 წლის იყო. დომინიკი იდუმალმა თაყვანისმცემელმა გამოასალმა სიცოცხლეს. შემდეგი იყო ჯულიან ბეკი, რომელიც დეტექტივ კეინის როლს თამაშობდა-ის მყისიერად განვითარებული კუჭის კიბოთი გარდაიცვალა. და ბოლოს 53 წლის უილ სემპსონი, რომელიც ფილმში ექიმის როლს თამაშობდა. ზუსტად ერთ თვეში მას შემდეგ, რაც მან ფილმში ეშმაკის განდევნის რიტუალი შეასრულა, უეცრად გარდაიცვალა თირკმლის უკმარისობით. დადიოდა ლეგენდები, რომ სულები გაბრაზდნენ იმის გამო, რომ ფილმის გადაღების დროს გამოყენებული იყო ნამდვილი ადამიანის ძვლები.




3. გახმაურებული ფილმი "ყვავი" (1992 წელი)


image


ბრენდონ ლის მეგობრები იხსენებდნენ, რომ მას ერთხელ უწინასწარმეტყველეს გადასაღებ მოედანზე სიკვდილი ისევე, როგორც მისი მამა - სახელგანთქმული ბრიუს ლი დაიღუპა. წინასწარმეტყველება ახდა-ლი დაიღუპა ფილმის გადაღების დასრულებამდე 8 დღით ადრე. ბრენდონი დაიღუპა იმის გამო, რომ პისტოლეტში შემთხვევით აღმოჩნდა ნამდვილი ტყვია ყალბი პატრონის მაგივრად. თუ როგორ მოხვდა ტყვია პისტოლეტში-ეს არავინ იცის.

ფილმის გაგრძელების გადაღების დროს უცნაურ ვითარებაში დაიღუპა აგრეთვე ტრიუკების ცნობილი დამდგმელი მარკ აკერსტრიმი-მას თავში მოხვდა აფეთქებების დროს გადმოსროლილი ნამსხვრევი.



4. გახმაურებული ფილმი "სუპერმენი", რომელსაც თავიდანვე ცუდი რეპუტაცია ჰქონდა


image


ყველა მსახიობს, რომელიც კი სუპერმენის როლს ასრულებდა, აუცილებლად შეემთხვეოდა რაიმე ცუდი ამბავი. გავიხსენოთ კირკ ელინი-ის იყო ამ როლის პირველი შემსრულებელი და როლმა მას წარმატება კი არ მოუტანა, არამედ გაანადგურა მისი კარიერა. ფილმის გადაღების შემდეგ მსახიობს რატომღაც ყველა კარი მიუხურეს და არცერთ ფილმში ის აღარ გადაუღიათ. ნერვიულობის ნიადაგზე ელინი ალცაჰაიმერის ავადმყოფობით დაავადდა და ინვალიდთა პანსიონატში გარდაიცვალა.

მეორე იყო რივზი, რომელიც სუპერმენის როლს ტელესერიალში თამაშობდა-1959 წლის ზაფხულში ის მკვდარი ნახეს თავის ბინაში-მსახიობს პისტოლეტის ტყვია ჰქონდა თავში ნასროლი. პოლიციამ თვითმკვლელობის ვერსია წამოაყენა, მაგრამ რივზის დედა კატეგორიულად უარყოფდა ამ ვერსიას-მისი შვილი ცნობილი და მდიდარი იყო, მალე უნდა დაქორწინებული კიდეც-ასე რომ, მას თავის მოსაკლავი არაფერი ჰქონდა.

ბევრი წელი გავიდა, სანამ ამ ცნობილი ფილმის რიმეიქს გადაიღებდნენ და აი, 1978 წელს გამბედავმა კრისტოფერ რივმა ტელესერიალში კვლავ გაბედა ამ როლის შესრულება. ფილმი ძალიან პოპულარული გახდა, ასე რომ, ყველამ გაიფიქრა, რომ წყევლა სამუდამოდ აეხსნა ამ როლს, მაგრამ "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო", -ნათქვამია.

თავიდან უბედურება კრისტოფერის პარტნიორ გოგონას შეემთხვა- მას მანიაკალური დეპრესიული ფსიქოზი განუვითარდა და ამის გამო ის მანქანას ჩაუვარდა და სიცოცხლის დარჩენილი წლები ინვალიდის სავარძელში გაატარა.

მალე უბედურება ეწვია რივსაც. ის შესანიშნავი სპორტსმენი იყო, ბავშვობიდან უყვარდა ცხენოსნობა და შესანიშნავი მხედარიც იყო, მაგრამ ერთხელ ის ცხენიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. პარალიზებულმა მსახიობმა ამის შემდეგ მხოლოდ 8 წელი იცოცხლა.


5. რომან პოლანსკის ფილმები


image


სამოციან წლებში რომან პოლანსკის ფილმები განთქმული იყო იმით, რომ მათში ფიგურირებდნენ იდუმალი ძალები. თუმცა ფეხმძიმე ქალთან დაკავშირებული ისტორია, რომლის შვილიც ბნელი ძალებისათვის უნდაა შეეწირათ, სასტიკად დაუბრუნდა უკან თავად რეჟისორს-1969 წელს ჩარლზ მენსონმა რომან პოლანსკის ფეხმძიმე ცოლი მოკლა. 1965 წელს გადაღებული ფილმის- "ზიზღიდან" მოყოლებული, პოლანსკის შემოქმედებასა და მენსონის ცხოვრებას შორის უცნაური კავშირი იყო. ორივე მათგანი იყო გატაცებული ოკულტიზმით. წყევლა შეეხო ჯონ ლენონსაც - მენსონი და მისი მიმდევრები მათ მიერ ჩადენილი მკვლელობების სერიას "Helter Skelter"-ს უწოდებდნენ -ასე ერქვა Beatles-ის ერთ-ერთ სიმღერას. ჟრუანტელისმომგვრელია ის ფაქტიც, რომ ჯონ ლენონი მოკლეს ზუსტად იმ სახლის წინ, სადაც "გოგონა როზმარი"( გახმაურებული საშინელებათა ფილმი) იყო გადაღებული.


6. "მატრიცა"


image


ფილმის გადაღების პირველივე დღესვე მსახიობმა კერი ენ მოსმა ხელი საშინლად დაიზიანა დანით. მსახიობს რამოდენიმე ნაკერი დაადეს და გადაღებების დაწყება 10 დღით გადადეს. იყო კიდევ უამრავი პატარა ინციდენტი, რომელიც ქაოსითა და უცნაურობებით მოცულ გადასაღებ მოედანზე ხდებოდა, მაგრამ სასტიკი ხვედრი "მატრიცას" ცოტა მოგვიანებით ეწვია.

2001 წლის გაზაფხულზე ავტოკატასტროფაში, მეტად იდუმალ ვითარებაში, დაიღუპა კიანუ რივზის მეგობარი გოგონა, 28 წლის ჯენიფერ საიმი. სულ მალე გარდაიცვალა ფილმში მონაწილე ორი მსახიობი-ორაკულის როლის შემსრულებელი გლორია ფოსტერი და 22 წლის ყოფილი მომღერალი აალია, რომელიც რამოდენიმე სცენაში გადაიღეს. ორივე მათგანი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ძმებ ვაჩოვსკებს ნეოს როლზე კიანუ რივზის მაგივრად ბრენდონ ლის მოწვევა სურდათ და თითქოს მისი სული შურს იძიებდა ფილმის გმირებზე.

2
571
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
571
  
2014, 1 ოქტომბერი, 11:28
ცოტა არ იყოს ავღელდი, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს მისტიკური ფილმები
2014, 26 სექტემბერი, 21:29
საინტერესოა!
0 1 2