x
image
თეა კუჭავა
,,ვინც ცას შესცოდავს, მას არ აქვს ლოცვის უფლება" (ცისა და მიწის კულტები)

image ცის კულტს უპირველესი ადგილი ეჭირა ძველ ჩინურ წარმოდგენებში. კონფუცმა მას განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა თავის მოძღვრებაში. კონფუცისთვის ცა იყო უმაღლესი არსება რასაც გააჩნია გონება და ძალა და განაგებს ადამიანთა ცხოვრებას.(“ვინც ცას შეცოდავს მას არ აქვს ლოცვის უფლება"-კონფუცი)

ჩინელთა წარმოდგენილ სამყაროში სრულქმნილია ცა, შედარებით ნაკლებ სრულქმნილი მიწა. ცა მიჩნეულია ღვთაებად, მეუფედ, იგი არის უმაღლესი არსება სამყაროში.ცა წარმოადგენს პირველსახეს ანუ განსახიერებას სამყაროს მარადიული, უცვლელი წესრიგისა.
დაახლოებით იგივე თვისებებისაა მიწაც, მაგრამ იგი ნაკლებად სრულქმნილია. ისინი ერთად ემსახურებიან ადამიანურ სათნოებას და სრულქმნას. ცის ძალა არის ოჯახი, მიწის ძალა-ნიადაგი, რაზეც სიცოცხლე იზრდება.ამიტომ ის, რაც ძალასა და სრულქმნის თვისებებს ატარებს, გამოხატავს ცის სახებას, ხოლო ყოველივე პასიური და არასრულქმნილი არის მიწის საწყისის გამოხატულება. გაზაფხული და ზაფხული ეკუთვნის ცას, ხოლო შემოდგომა და ზამთარი მიწას. ცის საწყისი- ყოველივე მოძრავია ის რაც ბუნებაში წრებრუნვადია, წრიული ფორმისაა. ხოლო მიწა, როგორც ნაკლებ ქმედითი ოთკუთხედი ფორმისაა.


0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0