x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ერთხელ ყველას უყვარდება 4
imageოთახიდან გვიან გამოვედი ყავა გავამზადე და ის იყო ოთახში უნდა ავსულიყავი რომ გეგაც მოვიდა.სტუმრის დანახვა გეგას ნამდვილად არ გახარებია ..დაიბნა ვეღარ გაიგო რა ექნა..სამაგიეროდ არ დაბნეულა ჩვენი სტუმარი და ყელზე მოეხვია გეგას მერე კი მხურვალედ აკოცა ტუჩებში...

-აქ რა გინდა? სცადა გეგამ მისი მოშორება..

-ასე გაგიხარდა ჩემი დანახვა?

-რატომ არ დარეკე თუ ჩამოდიოდი?


-რატომ უნდა დამერეკა? ამდეხანს არ იყო საჭირო ეხლა რა შეიცვალა..შენ არ ჩამოდი, ამიტომ მე ჩამოვედი...

-შეიცვალა...კარგი სად გაქვს შენი ნივთები აიღე მივდივართ...

-სად?

ჭიქა ავიღე და ჩემს ოთახში გავედი...თუმცა მათი ხმა მაინც გარკვევით მესმოდა..

-აქ ვერ დარჩები...სასტუმროში წაგიყვან...

-რატომ ამის გამო.?..

-წესიერად ილაპარაკე..ესმის სხვათაშორის შენი ხმა..

-ხოდა გაიგოს რაში მაინტერესებს..და ვინ არის რა საინტერესოა...

-ჩემი მეგობარია...

-ნაშებს როდის მერე მოიხსენიებ მეგობრებად...

-უკანასკნელი იყოს რაც ეხლა თქვი კარგი..

-კარგი..

-წავიდეთ...

-არ მჭირდები თავად მივხედავ თავს..

-ვიკა გეყოფა ბავშვივით ნუ იქცევი, სანამ წახვიდოდი ჩვენ ვილაპარააკეთ და ყველაფერი გავარკვიეთ..

-კი.., მაგრამ მაშინ არ გითქვამს რომ შენთან ჩამოსვლის უფლება არ მქონდა..არ მეგონა თუ სახლიდან გამაგდებდი..

-არ გაგდებ უბრალოდ სამივე აქ ვერ ვიცხოვრებ...თუ გინად მე წავალ და შენ დარჩი..

-წავედით...

ლოგინზე დავემხვე და ავღრიალდი..რა ბედი მაქვს.ერთი მიყვარდა და ცოლი მოიყვანა, მისი დავიწყება მოვინდომე და უარესი ვიპოვე ღმერთმა უწყის რამდენი გოგო ყავს..

მე გეგას გულისთვის ვტირი, ვატყუებ ჩემს საუკეთესო დაქალს, ლამის ეჭვიანობამ გამაგიჟოს აზრი აქვს თავის მოტყუებას? რომ არაფერს ვგრძნობ მის მიმართ?რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს მე ის შემიყვარდა....

მაგრამ არა, ლენა შენ მას დაივიწყებ არ შეიძება ის გიყვარდეს..რადგანაც ის ვერასდროს იქნება შენი ერთგული..და თუ ეხლა უყვარხარ ეს დროებითია ძალიან მალე გამოჩნდება შენი შემცვლელი..აღარ მახსოვს რამდეხანს ებრძოდა ჩემი ქვეცნობიერი ჩემივე გულს.მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია, ყოველ წამს საათს ვუყურებდი და გეგას გამოჩენას ველოდი..

როგორც იქნა გეგაც დაბრუნდა.ოთახიდან არ გავსულვარ...

ბოლოს ვეღარ მოითმინა და ოთახში შემოვიდა..

-შეიძლება ვილაპარაკოთ..

-საჩქაროა? ხვალამდე არ მოიცდის?

-არა..

-გისმენ..

-იქნებ თავი აგეწია და შემოგეხედა ჩემთვის..

-აჰა, გისმენ თვალებში გიყურო?

-შენ რა ტიროდი?

-ხო ლევანს ველაპარაკე და მოვიწყინე.

-გასაგებია..

უბრალოდ დღევანდელისთვის მინდოდა ბოდიში მომეხადა..

-არაუშავს ეგ შენი ცხოვრება.საბოდიშო რა გაქვს..პირიქით მე გირღვევ მყუდროებას...აქ არ უნდა დავრჩენილიყავი..ჩემს გამო სტუმარი ვერ მიიღე..გოგოც გააბრაზე...

-არ არის ცინიზმი საჭირო..შენ რომ არ ყოფილიყავი მაინც ვერ მივიღებდი..

-ვითომ?არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი...

-კარგი ღამე მშვიდობის.

დილით სამსახურში ადრე წავედი არ მინდოდა გეგა მენახე..დღე საშინლად გაიწელა სახლში წასვლა არ მინდოდა და ზიზის დაუფიქრებლად დავთანხმდი მასთან წასვლაზე...

ორი დღეა ზიზისთან ვრჩები...გეგაც დუმს და მისი დუმილიც მაგიჟებს...სამსახურიდან როგორც კი მივედით ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და ოთახში გავედი დასაწოლად...ზიზის სტუმრები ყავდა და ჩემთვის არ ეცალა რაც ძალიან მახარებდა რადგანაც ჩემს დასაკითხად დრო არ ქონდა...ფიქრებში წასულს ჩამძინებია კარების გაღების ხმამ შემაღვიძა თვალები გავახილე ჩემს წინ გეგა იდგა..

-რა გჭირს ზიზიმ მითხრა ცუდად არისო...

-არაფერი თავი მტკივა უბრალოდ..

-ადექი...ჩაიცვი სადღაც უნდა წაგიყვანო...

-არ მინდა მეძინება...

-მე არ მიკითხავს შენთვის რა გინდა ადექი და წამომყევი..

-ნუ მიბრძანებ...

-არ გიბრძანებ გთხოვ..

-ზიზის რა უთხრა გაბრაზდება..

-უკვე უთხარი...

-რა?

-ჩემს მეგობარს საგადასახადოსთან პრობლემები აქვს და იურისტი ჭირდებათქო ან შენ წამოდი ან ლენათქო და თავად შემომთავაზა შენი თავი..

-საზიზღარო...

სად მივდივართ ვკითხე გეგას როდესაც მანქანაში ჩავჯექით...

-არ ვიცი..უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა...

-რატომ?

-მომენატრე...

-მე რატომ არ მეკითხები მომენატრე თუ არა.ანდა საერთოდ მინდა თუ არა ეხლა შენთან ერთად ხეტიალი?

-არა არ გეკითხები...იმიტომ რომ მაინც არას მეტყვი...

-ჩემგან რა გინდა?

გეგამ მანქანა გააჩერა...

-არ ვიცი...მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ როცა ვერ გხედავ მენატრები და მაკლიხარ..

-შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა შენ რა იცი მონატრების..შენ შეიძლება ვინმე გინდოდეს და არა გენატრებოდეს..

-შენი აზრით მე არ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ შემიყვარდეს ნამდვილად..

-და შენ მე გიყვარვარ...ნუ მაცინებ რა..

არ მჯერა ...

-არც მე მჯერა..მაგრამ როგორც ჩანს სასწაული ხდება

-სასწაულს ვერ დაველოდები შენ რომც მითხრა მიყვარხარო მაინც არ დაგიჯერებ...იმიტომ რომ ეგ წამიერი გრძნობა იქნება..რომელიც იმდენად მალე გაქრება მის გააზრებასაც ვერ მოასწრებ..თავი დამანებე გთხოვ მე ჩემი არეული ცხოვრებაც მყოფნის შენ ნუღარ დამემატები...

-ლენა

-გაჩუმდი გეგა...ურთიერთობისთვის ყველაზე მთავარი ნდობა..მე კი შენ ვერასდროს გენდობი..ერთი შეცდომა დაუშვი უკვე საკმარისია დროა ვისწავლო..

-მესმის შენი..მაგრამ ჩემ თავს ვერ ვცნობ...სულ შენზე მეფიქრება სულ შენთან ყოფნა მინდა.მენატრები რატომ არ გინდა გაიგო..მინდა უბრალოდ გრძნობებში გავერკვე..

-გაერკვიე..ოღონდ უჩემოდ...ეხლა კი ერთხელდა სამუდამოდ ამ თემაზე საუბარს შევეშვათ...

-კარგი...ზურა დაჩაზეა დავპირდი ამოვალთქო..წავიდეთ?

-კარგი..

მთელი გზა ჩუმად გავიარეთ...კარებში ზურა შემოგვეგება..

-ლენ გამიხარდა შენი დანახვა..რომ დაგაგვიანდათ აღარ გელოდით...

-მე პირობას ყოველთვის ვასრულებ ძმაო..მწვადები სად არის?

-ყველაფერი მზად არის თქვენ გელოდებოდით...

დაჩაზე მარტო ზურა და მისი და ანი იყვნენ..ანი ძალიან მომეწონა ძალიან მალე გავუშინაურდით ერთმანეთს..კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა იმდენად დადებითი და კეთილი ადამიანი იყო რომ მის გვერდით მოწყენა შეუძლებელი იყო..

მწვადებიც მზად არის აბა თქვენ რას შვებით გოგოებო?

ოთახში ზურა შემოვიდა წვადებით ხელში...

–აბა რომელი სვავთ ეხლა შენ თუ ლენა?

-მე დღეს დალევაზე უარი უნდა გითხრა ზურა თორემ სამსახურიდან გამომაგდებენ კვირაში ოთხი დღე ვარ მთვრალი...

-შენ რას იზამ გეგა..

-დავლევ თუ ლენა დაჯდება რულთან....

-რა პრობლემააა..თან რაც გაგიბრაზებივარ ერთიანად ვიყრი ჯავრს..

ბევრი არც ბიჭებს დაულევით ...აივანზე ვიჯექით და ვსაუბრობდით..

-ლენკა სამზარეულოში შევიდეთ ყავა დავლიოთ..

-სიამოვნებით..

-ლენ მეც გამიმზადე გთხოვ.მომაძახა გეგამ

ანიმ ყავა გაამზადა..გეგას ჭიქა ავიღე და ავანზე გავედი...

-არ ვიცი ძმაო, სხვანაირი ხარ მგონია რომ მიზეზი ლენა..

-არ ვიცი დაბნეული ვარ..ლენას მიმართ რასაც ვგრძნობ არადროს არცერთი გოგოს მიმართ არ მიგრძვნია...

-შეყვარებული ხარ...მაგას მაშინ მივხვდი ღამის 11 საათზე რომ დამირეკე დავლიოთო...მაგრამ არაფერი გითხარი.გელოდი როდის მეტყოდი.

- მეშინია, ჩემი თავის ნდობა მიჭირს...არ მინდა გული ვატკინო...

-ლენა რას ამბობს...

-სასაცილოა შენ ვინმე გიყვარდესო...არ ვიცი რას ფიქრობს მაგრამ რომ არ გამიკარებს ვიცი...

-რაც ძნელად მოსაპოვებელია ორმაგად სასიამოვნოა...და იოლი რამე როდის გვიზიდავდა რომ?

-არც არასდროს..

-ხოდა ნუ წუწუნებ...

ყავა მოგიტანეთ ...აივანზე გავედი ვითომ და არაფერი გამეგონოს...

-გეგა ყავა დავლიოთ და წავიდეთ კარგი?

-კარგი...

ანის და ზურას დავემშვიდობეთ და სახლში წამოვედით..გეგა ძალიან ბედნიერი იყო..თვალს არ მაცილებდა და ჩუმად იღიმოდა რაც ძალიან მაბრაზებდა..

მეორე დღე არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა..უფროსმა კაბინეტში დამიბარა..

-გისმენთ ბატონო თემურ..

-ლენა შემოდი ხვალ თბილიში წახვალთ შენ და გოგა უნივერსიტეტის საქმეზე( გეგასთვის ცნობილი რომეო)

-ბატონო თემურ ეგ ხო ჩემი და ზიზის საქმე იყო?

-ხო მაგრამ ზიზის ეხლა ნუ გავაწვალეთ...

-კარგოთ..მარტოც შემიძლია საქმეს გაუმკლავდე..

-არა, ერთს ორი სჯობს..ერთმანეთს დაეხმარებით..

-რათქმაუნდა ბატონო თემურ...

კაბინეტიდან გაბრაზებული გამოვედი.ძნელი მისახვედრი არ იყო თუ რატომ მაინცდამაინც გოგა...დღის ბოლოს გეგამ მომაკითხა მე კი ეზოში დავხვდი გოგასთან ერთად..კარგი ლენა დაგემშვიდობები, ხვალ რვაზე გამოგივლი მზად დამხვი...მომაძახა უკვე მანქანაში ჩამჯდარს გოგომ...

-რა ხდება?მოუხშირეთ პაემნებს თქვენ..

-თბილისი მივდივართ ხვალ ორ დღიანი ვიზიტით...

-შენ და ეს ბედოვლათი?

-ხოოო..მე და ეს ბედოვლათი..

-მართლა რა დამთხვევა მე საღამოს ვაპირებდი წასვლას არ გინდა ჩემთან ერთად წამოდი..სახლში მიხვალ გამოიძინებ და ხვალ დაღლილიც აღარ იქნები...

ძნელი მისახვედი არ იყო რომ გეგამ თბილიში საქმეები სწორედ ამ წამს გამოგონა მაგრამ ეს გამოგონილი ამბავი ისე მესიამივნა რომ დაუფიქრებლად დავთანხმდი...

-შენს რომეოს დაურეკე...ჩაგეფუშა იმედებითქო...

-აუტანელო...

გაგრძელება იქნება ....

4
121
8-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
121
  
2014, 28 სექტემბერი, 18:40
დავდებ კომპთან ვერ ვჯდებოდი და მაგიტომ
2014, 27 სექტემბერი, 20:00
რატომ აგარ დებთ შემდეგ ნაწილს???
2014, 26 სექტემბერი, 2:14
მეეეც... ;)
2014, 26 სექტემბერი, 0:49
ველოდები :)
0 1 4