x
image
worldsport.ge
პირადი მცველი ვლადიმირ კლიჩკოსთვის

imageსახელგანთქმული უკრაინელი მოკრივე, ტიტანური ძალის პატრონი ვლადიმირ კლიჩკო, რაც არუნდა უცნაურად ჟღერდეს, იძულებული გახდა პირადი მცველი აეყვანა. კლიჩკოს უსაფრთხოებას საწარმოო ჯაშუშობის სპეციალისტი ვინმე გეორგ ს... უზრუნველყოფს. მცველის ვალდებულებაა მომავალი ორთაბრძოლებისთვის მზადების პერიოდში, მოკრივის ბანაკიდან ინფორმაციის გადინება აღკვეთოს. ასევე მცველი უზრუნველყოფს, კლიჩკო დაიცვას აბეზარი ამერიკელი მოკრივე, შენონ ბრიგსის მოულოდნელი ვიზიტებისგანაც.
ცოტა ხნის წინ, რესტორანში მყოფ კლიჩკოსთან მიიჭრა ბრიგსი და სცადა მისი პროვოცირება. უფრო ადრე კი, უკრაინელს “ვოვა-ორცხობილა“ უწოდა. ბრიგსი ასე ცდილობს კლიჩკო ორთაბრძოლაში გამოიწვიოს და პროვოკაციაზე წამოაგოს. ვლადიმირ კლიჩკოს მკაცრად გაწერილი წინასწარი გრაფიკი აქვს. იგი 6 სექტემბერს ბულგარელ კუბრატ პულევს შეხვდა ქალაქ ჰამბურგში. ახლა კი, მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის ორთაბრძოლა WBC ვერსიით მოუწევს.


www.worldsport.ge

0
365
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0