x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ამერიკის პრეზიდენტის საქციელმა ინტერნეტის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია (+ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამხედრო მისალმებამ ინტერნეტის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ბარაქ ობამამ შეუარაცხყოფა მიაყენა სამხედროებს, როცა თვითმფრინავიდან ჩამოსვლის დროს საზღვაო ფეხოსნებს სალამი ყავის ჭიქით ხელში მისცა.


image



აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა როცა თვითმფრინავიდან გადმოვიდა, ხელში ყავა ლატეთი სავსე ჭიქა ეჭირა. პრეზიდენტმა ისიც კი ვერ მოიფიქრა, ყავის ჭიქა მარცხენა ხელში გადაეტანა, მან ყავიანი ხელით აუღო სალუტი სამხედროებს. სამხედრო ტრადიციების მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულებისათვის პრეზიდენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა როგორც დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, ასევე ინტერნეტის მომხმარებლების მხრიდან.


ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია "ყავიანი მისალმება", დაიდო თეთრი სახლის Instagram -ის ოფიციალურ გვერდზე. სამხედრო წესდების მიხედვით, თუ ხელები პრეზიდენტს ან სხვა ოფიციალურ პირს დაკავებული აქვს, მაშინ შეუძლია საერთოდ არ აუღოს სალუტი სამხედროებს.


იუზერებმა უკვე მოიფიქრეს იუმორისტული თეგა სოციალური ქსელებისათვის ამ ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ მას Latte Salute- ს დაარქმევენ.


"ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მომავალში ლატეს თვითმფრინავში დატოვებს ან მინიმუმ, მარცხენა ხელში მაინც გადაიტანს და ისე მიესალმება სამხედროებს, როგორც წესია, "-დაწერა ცნობილმა ჟურნალისტმა გაი ბენსონმა თავის Twitter-ზე.

მომხმარებლები ეჭვობენ, რომ ეს ჟესტი აშშ-ის პრეზიდენტს პოპულარობას შემატებს, რადგან ყველა ამერიკელი ამ ფაქტს როდი შეხედავს იუმორისტული თვალით.




0
299
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0