x
image
worldsport.ge
ტორესი: “ფსიქოლოგიურად ვძლიერდები”

imageსამშაბათს სერია ა-ს მე-4 ტური დაიწყო. “ემპოლისთან” შეხვედრაში (2:2) პირველი ტაიმის მიწურულს თავური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა მილანელმა ფერნანდო ტორესმა. მატჩის შემდეგ ფორვარდი “მილანის” ოფიციალურ საიტს ესაუბრა.
“თამაშისას ვნერვიულობდი, ძალიან მიხარია, რომ დავძლიე მღელვარება და გოლი გავიტანე. ფსიქოლოგიურად უკეთესად ვარ. მართალია ამ ეტაპზე ასი პროცენტით მზად არ ვარ, თუმცა რაც დრო გადის უფრო და უფრო თავდაჯერებული ვხდები, ” – აღნიშნა ტორესმა.
“მაღალი დონის თანაგუნდელები მყავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდს კარგად შევეწყვე, რაც ძალიან მახარებს. სერია ა განსხვავებული ტურნირია, თუმცა ლა ლიგასა და პრემიერლიგას დიდ პატივს ვცემ. აქ განსხვავებული მეტოქები მყავს და ნელ-ნელა ვსწავლობ როგორ გავუტანო მათ, ’’ – დაასრულა ფეხბურთელმა.


დიმა შარიქაძე
www.worldsport.ge

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0