x
image
worldsport.ge
103 წლის მიაძაკი VS უსეინ ბოლტი

imageმსოფლიოში სახელგანთქმული იამაიკელი მორბენალი უსეინ ბოლტი, სარბენ ბილიკზე გამოიწვიეს. ამაში ალბათ უჩვეულო არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ბოლტის მოწინააღმდეგე არც მეტი, არც ნაკლები, 103 წლის იაპონელი ხიდეკიჩი მიაძაკია.
ას წელს გადაცილებული მიაძაკიმ, 100 წელს გადაცილებულთა შორის შეჯიბრებაში რეკორდი დაამყარა 29, 83 წამით. უსეინ ბოლტის შედეგი კი 9, 58 წამია. ჯერ-ჯერობით უცნობია, უპასუხებს თუ არა მიაძაკის გამოწვევას იამაიკელი მორბენალი.image

უხუცესმა იაპონელმა მხოლოდ ის თქვა, რომ ბოლტთან შერკინებისთვის მოსამზადებლად 5 წელი დასჭირდება. უსეინი კი, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს. ძნელი სათქმელია მოაღწევს კი იაპონელი 108 წლამდე, ან თუ დათანხმდება ბოლტი მის გამოწვევას კარიერის დასასრულს.


www.worldsport.ge




0
71
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0