x
image
worldsport.ge
რა შუაშია მაგათი და ყველი?

imageის, რომ გერმანელი მწვრთნელი ფელიქს მაგათი ფეხბურთელებს უცნაურად ექცევა და ექიმების საქმეშიც ერევა, ახალი ამბავი არაა. მაგალითად, ული ჰიონესს აქვს ნათქვამი, გერმანიაში ყველამ იცის ვინცაა მაგათი, ამიტომაც მას ბუნდესლიგის კლუბი მწვრთნელად არ მიიწვევსო. “რკინის ფელიქსი” შარშან მიიწვიეს “ფულემში”, სადაც გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა, ეს სეზონი კი ახალი დაწყებული იყო, რომ მოხსნეს...
საინტერესო ისტორიები ჰქონდა მაგათს ლონდონურ კლუბში: გუნდის წამყვანი ფეხბურთელი დენი მერფი აცხადებდა, რომ გერმანელმა მწვრთნელმა მის თანაგუნდელ ბრედ ჰანგელანს ბარძაყის ყველით მკურნალობა დაავალა. მოგვიანებით ეს ჰანგელანდმაც გაამხილა – მაგათი უცნაური მეთოდებით მკურნალობას მაძალებდაო.
მაგათმა კი სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა: “ჰანგელანთანთან დაკავშირებული ისტორია ტყუილია. ექიმების კომპეტენციაში არასოდეს ჩავრეულვარ, ეს ჟურნალისტებმა გააბუქეს. უბრალოდ, ჰანგელანს ვურჩიე, რომ ძველი ხალხური მეთოდებით ემკურნალა, ესაა და ეს”.


ილია კახელიშვილი

www.worldsport.ge

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0