x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მორიგი სკანდალი სოფო ნიჟარაძის გარშემო : "ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში და "სიცრუის აჟიტირებაში" გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში"

imageმომღერალ სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
ურთიერთობის შესახებ ჭორები და მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ არ ცხრება.
22 სექტემბერს, ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია,
რომლის ავტორიც ირწმუნება, რომ სოფო ნიჟარაძესთან
დაახლოებულმა
პირმა ambebi.ge-ს
საინტერესო
ინფორმაცია
მიაწოდა. „მისი თქმით, ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა საყვარელ მომღერალს რამდენიმე კვირის წინ სიურპრიზი გაუკეთა და ამერიკაში სახლი უყიდა. ბინა, რომელიც სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნიჟარაძის ახლობლის განცხადებით, სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას პირად საუბრებში აშშ-ში მცხოვრები სხვა ქართველი ემიგრანტებიც ადასტურებენ.“ -წერს სტატიის ავტორი.
მომღერალმა არ დააყოვნა და საიტ ambebi.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა თავისი პოსტით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ და თავისი ბინის ფოტოც გამოაქვეყნა:


image


“ეს არის ის "ორ მილიონიანი" 15 კვადრატული მეტრის სიდიდის
ოთახი, სადაც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში, ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა ალბათ ის თანხა რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში და "სიცრუის აჟიტირებაში" გადაიხადეს ნამდვილად მაცხოვრებდა
ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში,
ბინაც საყიდლად მომივიდოდა :) “.


image


0
184
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0