x
image
worldsport.ge
რონალდუმ 2,60 მეტრის სიმაღლიდან გაიტანა

imageკრიშტიანუ რონალდუს მიერ “დეპორტივოსთან” გატანილი ერთ-ერთი გოლი მართლაც უნიკალური იყო. ესპანური AS-ის ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პორტუგალიელმა თავით როცა გაიტანა, ბურთი მიწიდან 2, 60 მეტრის სიმაღლეზე იყო. გავითვალისწინოთ, რომ რონალდუ 185 სანტიმეტრი სიმაღლისაა და გამოდის, რომ 75 სანტიმეტრზე ამხტარა...
ეს საოცარი ნახტომია და კიდევ ერთხელ ადასტურებს “რეალის” 7 ნომრის უმაღლეს კლასს. შეხსენებისთვის, “რეალმა” “დეპორტივოს” 8:2 მოუგო.


ილია კახელიშვილი
www.worldsport.ge

0
192
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0