x
image
worldsport.ge
“არსენალი” და “ტოტენჰემი” შარის უმიზნებენ

imageლონდონური კლუბები, “არსენალი” და “ტოტენჰემი” “ბაზელის” ცენტრალური მცველის, ფაბიან შარის შესაძენად იბრძოლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას, ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი ავრცელებს.
ორივე კლუბს დაცვაში აშკარა პრობლემები აქვს. “არსენალმა” ტომას ვერმაელენის შემცვლელი ვერ შეიძინა გასულ ზაფხულს და როგორც ყოველთვის, ტრავმირებული მოთამაშეებიც ბევრი ჰყავს, რაც მცველის დამატებას უბიძგებს არსენ ვენგერს.
რაც შეეხება “ტოტენჰემს”, “მამლებმა” ზაფხულში ფედერიკო ფასიო დაიმატეს, რომელსაც ჯერ თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. დაცვის დანარჩენი წევრები კი, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურებიან, რაც ბოლო 3 შეხვედრაში 6 გაშვებულ გოლში აისახა.
22 წლის მცველი, “ბაზელის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს და შვეიცარიის ჩემპიონატში ჩატარებულ 48 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 7 მილიონი გირვანქაა.
ირაკლი ალიმბარაშვილი
www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0