x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ახალი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები

ტელეკომპანია "იმედი" პოპულარული გადაცემის მეხუთე სეზონს იწყებს. 7 ოქტომბრიდან კვირაში ერთხელ მაყურებელს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ხილვის საშუალება ექნება. წლევანდელი სეზონი, მე-4 სეზონისგან ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა.

უკვე ცნობილია, რომ ჟიურის სამი მუდმივი წევრი ეყოლება. ვარსკვლავების ცეკვას გოჩა ჩერტკოევი, ნინო სუხიშვილი და სოფო შევარდნაძე შეაფასებენ. წამყვანები კი დუტა სხირტლაძე და ნანკა კალატოზიშვილი იქნებიან.

image

ახალ სეზონში 12 მონაწილე იქნება. წელს ცეკვაში საკუთარ შესაძლებლობებს, სხვა მონაწილეებთან ერთად ნინი ბადურაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, მარიამ როინიშვილი, ნინი ბუზალაძე, ზურა მანჯავიძე, მარგო ლუჩკო და ონისე არაბულიც ცდიან. ვინ გახდება წლის ცეკვების გამარჯვებული ახალ წელს გაირკვევა.

0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:პუსკაჩა
პუსკაჩა
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0