x
image
worldsport.ge
ნაღვლიანი ვან გაალი

image"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა "ლესტერთან" სენსაციურად წაგებული მატჩის (3:5) შემდეგ, წარუმატებელი თამაში არა რომელიმე ფეხბურთელს, არამედ მთლიანად გუნდს დააბრალა.
"ისე ჩანდა, თითქოს მთელ მატჩს ვაკონტროლებდით, თუმცა ისმის კითხვა, თუ რატომ მივეცით მეტოქეს გამარჯვების საშუალება. მსოფლიო ფეხბურთში მსგავსი რამ ყოველთვის ხდება. "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდშიც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და ყოველთვის ძნელად დასაჯერებელია ასეთი წაგება. არ მინდა წაგებაში რომელიმე ფეხბურთელი დავადანაშაულო, უბრალოდ მთელმა გუნდმა დაუშვა შეცდომები, ” - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" 57 წუთისთვის 3:1 იგებდნენ და მატჩის დარჩენილ დროში ოთხი გოლი გაუშვეს.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0