x
image
worldsport.ge
გოლები – რეკორდი და ქუსლი

imageორ ლამაზ გოლზე ვიტყვით და ბოლოს ვიდეოსაც შემოგთავაზებთ. ერთი ბუნდესლიგაში გავიდა, მეორე კი პრიმერადივიზიონში. გერმანიაში ყოჩაღმა დებიუტანტმა “პადერბორნმა”, შინ 2:0 სძლია “ჰანოვერს” და მეორე გოლი 90-ე წუთზე გავიდა. გოლიცაა და გოლიც: რეკორდი მოიხსნა, რადგან აქამდე, ბუნდესლიგაში 83 მეტრიდან არავის გაუტანია... გოლის ავტორი, მორიც შტოკელკამპი გახლავთ.
ესპანეთში კი გამორჩეული გოლი გაიტანა “სელტას” შემტევმა პაბლო ერნანდესმა. მას საჯარიმოში ჩაუწოდეს და ერთი შეხებით, ორიგინალურად, ქუსლით გადაგზავნა კარში. “ატლეტიკოს” მეკარე მოია ისე დაიბნა, ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა. პაბლო ერნანდესი თავისუფლად როდი იყო – მას დიეგო გოდინი მეურვეობდა, თუმცა ისიც გააშეშა...
ილია კახელიშვილი
ვიდეოები
https://www.youtube.com/watch?v=8nXwQTUbIck
https://www.youtube.com/watch?v=FCKwvHX1ZG8

www.worldsport.ge

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0