x
image
worldsport.ge
Daily Mail: “ტრავმის შემთხვევაში, “მანჩესტერი” ფალკაოს “მონაკოს” დაუბრუნებს”

imageინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედმა”, კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო, რომელიც “წითელი ეშმაკების” ღირსებას განათხოვრების წესით იცავს, შესაძლოა, “მონაკოს” დაუბრუნოს.
28 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი, სწორედ “მონაკოს” ეკუთვნის და განათხოვრების შეთანხმებაში წერია, რომ ის ავტომატურად გაუქმდება, თუკი კოლუმბიელი მუხლის სერიოზულ დაზიანებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ფალკაოს, გასული სეზონის მეორე ნახევარი და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მუხლის მყესების გაწყვეტის გამო გაუცდა. ეს დაზიანება რადამელმა იანვარში მიიღო. მართალია, “მანჩესტერში” გადასვლის წინ ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, მაგრამ ინგლისელებმა თავი დაიზღვიეს და შეთანხმებაში მისი “მონაკოში” ვადაზე ადრე დაბრუნებასთან დაკავშირებით, სპეციალური პუნქტი შეიტანეს.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0