x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ასეთი ადამიანები კიდევ არსებობენ

image

ცხოველებისა და ადამიანების მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის. დღეს, რატომღაც ეს გრძნობა მცირეოდენ მიკარგულია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელიც ცოცხალი მაგალითია იმ დიდი ურთიერთგაგებისა და სიყვარულის, რომელიც ცხოველთა სამყაროსა და ადამიანებს შორის სუფევს. ბევრს, სხვისთვის თავის გაწირვა წარმოუდგენლად ეჩვენება, მაგრამ საბედნიეროდ კვლავ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გმირობის ჩადენა არა მხოლოდ ადამიანთა დასახმარებლად, არამედ ცხოველთა გადასარჩენადაც.
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: "ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, იგი განიცდის იმავე გრძნობებს, რომლებიც ადამანისთვის არის დამახასიათებელი: შიმშილს, წყურვილს, შიშს და ტკივილს". გარდა ამისა, ცხოველი ხშირად ქცეულა თავისი პატრონის მკურნალად, ზოგიერთი ცხოველის ერთგული ბუნება მალამოდ დასდებია ადამიანის სულს. ამის დამადასტურებელი უამრავი ცხოვრებისეული მაგალთი არსებობს.
ამ სტატიის მიზანია რომ დაგანახოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ცხოველთა დაცვისა და სათანადო მოპყრობის აუცილებლობას. არ უნდა ვუყუროთ მათ როგორც საგანს. მათი ნდობის მოპოვება მარტივია, მაგრამ იმედების გამართლება ძნელი. ნუ დავკარგავთ ადამიანობას და სულ მცირეოდენი გულისხმიერება გამოვიჩინოთ ცხოველების მიმართ. ისინი ბევრს ხომ არ მოითხოვენ.
ახლა ერთი სიტყვით მინდა შევეხო ცხოველთა წამების ფაქტებსაც, რომელიც რაოდენ სამწუხაროს არ უნდა იყო საკმაოდ მომრავლდა საქართველოში. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სითი გრუფი“, რომელსაც რუსთავის მერიასთან აქვს დადებული ხელშეკრულება, წლების განმავლობაში ცხოველებს არაჰუმანური გზებით უსწორდებოდა. აღნიშნული ფაქტი მიუღებელია და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას.
ახლა კი წარმოგიდგენთ ადამიანის გმირობას, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















იმედია მოგეწონათ. ჩემი აზრით, ეს სტატია შეიცავს ადეკვატურ გამოხმაურებას დღესდღეისობით არსებულ პრობლემასთან მიმართებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

2
125
4-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
125
  
2014, 21 სექტემბერი, 16:05
მართლაც რომ ღირსებაა
2014, 21 სექტემბერი, 15:23
ერთერთ ადამიანურ ღირსებად ვთვლი ამას
0 1 2