x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
დავმალოთ ასაკი ტანისამოსის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის დახმარებით
მიუხედავად იმისა, რომ თავად თავს არც ძალიან მოდურად ვთვლი და არც ამ საქმის პროფესიონალი ვარ, ქუჩაში ქალბატონების ყურებისას ხშირად მიჩნდება სურვილი მივიდე მათთან და ვუთხრა : " ეს ტანისამოსი არ გიხდებათ, - ვარცხნილობა ასაკს გმატებთ და ა.შ".


imageწესი ყველასათვის- ნებისმიერ ასაკში უნდა ვიყოთ მოვლილები! არ არის აუცილებელი ესტუმროთ ძვირიან სალონს . თმა, მანიკური/პედიკური და მაკიაჟი აუცილებლად ამ საქმის პროფესიონალებს გავაკეთებინოთ. ამ ყველაფრის გაკეთება თავადაც ძალიან კარგად გვეხერხება, მთავარი ხომ მონდომებაა.



1 ნაბიჯი - აუცილებლად შეიღებეთ ჭაღარა თმა.
თუ რადიკალურად იცვლით ფერს, მინიმუმ თვეში ერთხელ მოგიწევთ ძირების დაფერვა. შესაღები თმა საშინელი შესახედია რა ასაკშიც არ უნდა ბრძანდებოდეთ და ეს არცთუ ძვირი სიამოვნებაა .



2 ნაბიჯი - თუ მორჩილი თმა არ გაქვთ, სულ შეკრუ ლი თმით სიარულს და ეთფეროვნებას ნამდვილად ჯობია იპოვოთ ისეთი ვარცხნილობა, რომელიც სულ 15 წუთიან ძალისხმევას მოითხოვს, რათა ის ფორმაში მოიყვანოთ.

image

3 ნაბიჯი - ატარეთ მსუბუქი მაკიაჟი. საკმარისია ცოტა ფერუმარილი, ლაინერი ან ფანქარი, რათა თვალის ჭრილი უფრო გამოვკვეთოთ,


ტუში რაც ჩვენს მზერას უფრო მეტყველს გახდის და მკრთალი ტუჩსაცხი ან მბზინავი გელი.

image

4 ნაბიჯი - მოუარეთ ხელებს და ფრჩხილებს. თუ მანიკურის

გასაკეთებლად დრო ყოველთვის არ გრჩებათ, შეიძინეთ უფერო ლაქი. მისი მოხმარება გაცილებით მოსახერხებელია.


image

5 ნაბიჯი - ატარეთ სამკაულები.


image

6 ნაბიჯი - ჩაცმულობა. თუ ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ, ნუ იფიქრებთ რომ ჩამოშვებული ტანისამოსი ამ ყველაფერს დაფარავს, უფრო მეტიც ასეთი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მსუქანს

გამოგაჩენთ. ეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ რა ზომის ბრძანდებით, შეიძინეთ ტანისამოსი, რაც თქვენს ღირსებებს წარმოაჩენს საუკეთესო

კუთხით. მაგალითად ხაზი გაუსვით წელს, წვრილი ქამრის დახმარებით. თუკი ძალიან გამხდარი ბრძანდებით, ზედმეტად მოტკეცილ ტანისამოსს უნდა ერიდოთ.

image

7 ნაბიჯი - ფეხსაცმელი და ჩანთა. არ არის აუცილებელი ეს ნივთები ერთი ტონალობის იყოს. მთავარია ისწავლოთ ოდნავ მაღალ ქუსლებზე დგომა და შეარჩიოთ ჩანთა, რომელსაც შეუძლია ხაზი გაუსვას თქვენს ინდივიდუალურობას.

image

წარმატებებს გისურვებთ!

image

0
347
3-ს მოსწონს
ავტორი:m_zh
m_zh
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0