x
image
worldsport.ge
ანა ივანოვიჩმა ტოკიოს ტურნირი მოიგო

imageმსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერმა ანა ივანოვიჩმა, ტოკიოს ტურნირის ფინალში დანიელი კაროლინა ვოზნიაცკი დაამარცხა (6:2, 7:6).
პირველ სეტში, 2:2-ზე ივანოვიჩმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა (6:2). მეორე სეტი, სერბისთვის შედარებით მძიმე აღმოჩნდა. კაროლინამ უკეთ დაიწყო თამაში და 4:2 დაწინაურდა. ბალკანელი გადამწყვეტ მომენტში კარგად გაისარჯა და მეტოქეს უკუბრეიკი გაუკეთა. ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც ივანოვიჩი უკეთესი აღმოჩნდა და ტოკიოს ტურნირის გამარჯვებული გახდა.
“დღეს, კაროლინას კარგი თამაში გამოუვიდა. გადამწყვეტ მომენტებში უკეთ ვითამაშე, რამაც ჩემი გამარჯვება განაპირობა. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ტიტულის მოპოვებით”, - განაცხადა სერბმა ანა ივანოვიჩმა.
ივანოვიჩმა WTA-ის მე-15 ტიტული მოიგო. ანას, დიდი სლემის ტურნირი, მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული, 2008 წელს (საფრანგეთის ღია პირველობა).

ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0