x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
პენელოპა კრუზის სილამაზის საიდუმლოებები
imageსრული სახელი: პენელოპა კრუზ სანჩესი, ეძახიან პე-ს .
ეროვნება: ესპანელი

დაიბადა: ქალაქ მადრიდში, 1974 წლის 28 აპრილს.

ზოდიაქო: კურო

სიმაღლე: 168სმ

წონა: 54 კგ

თმის ფერი : მუქი წაბლისფერი

თვალები: ყავისფერი

მეუღლე: ხავიერ ბარდემი


ჟურნალმა "InStyle", ინტერვიუ ჩამოართვა უმშვენიერეს მსახიობს და აღმოაჩინა კოსმეტიკური ნივთების უმცირესი ნუსხა, რომელთა გარეშეც პენელოპა კრუზს ცხოვრება "ვერ წარმოუდგენია".

თქვენ გაიზარდეთ ესპანეთში. რა ფასდაუდებელი გამოცდილება დააგროვეთ იქ სილამაზის სფეროში?

ჩემი მშობლები მადრიდში ფლობდნენ სილამაზის სალონს, ასე რომ, მე გარშემორტყმული ვიყავი სილამაზით. არაერთი ადამიანი

სთვის შემიჭრია თმა და თქვენ წარმოიდგინეთ ცვილით ეპილაციაც კი გამიკეთებია. უფრო რეალურად რომ გითხრათ, ერთხელ სელმა ჰაიეკს დავუმუშავე ფეხები. კარგი მეგობარი ვარ, არა?


image


დიახ, ნამდვილად.

დიახ, მან დაამტკიცა, თუ რამდენად მენდობოდა. ვფიქრობ, თუ


მსახიობის კარიერა იმ გზით არ წავა, როგორითაც საჭიროა, ნამდვილად კარგი გამოცდილება მაქვს და არ დავიკარგები.

image


თქვენ ერთნაირად კარგად შეგიძლიათ გაიკეთოთ თმა და მაკიაჟი?

კი შემიძლია, მაგრამ მე მომწონს ბუნებრიობა. ჩვეულებრივ

დღეებში მხოლოდ ტუჩსაცხს და ტუშს ვიყენებ. არის პერიოდები, როდესაც იმდენად იშვიათად ვივარცხნი თმას, აფრიკელს ვემსგავსები ვარცხნილობით.

image


რამდენად თავდაჯერებული იყავით საკუთარი გარეგნობით თქვენი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში?


იცით, როდესაც ვკითხულობ სტატიებს ან მსახიობი ქალებისგან ვისმენშემდეგ ფრაზას : "სკოლაში მახინჯი იხვის ჭუკი ვიყავი", ძალიან

მეუცნაურება. თითქოს მათ გარდა სხვას ეს გზა არ გაუვლია.

image

ყველას გავლილი გვაქვს, სრულიად გეთანხმებით. და მაინც, ასეთი შრომატევადი პროფესიით და ორი შვილით, როგორ

ახერხებთ საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას

და მოვლას?


ყოველდღიურად მე ვცდილობ 30 წთ მაინც გამოვნახო ჩემთვის.

წავიკითხო წიგნი, წავიდე მასაჟზე ან ვუყურო რაიმე საშინელ

ფილმს, ყველაზე უარესს მათ შორის, რაც კი შემეძლო მომეძებნა.

image

0
250
1-ს მოსწონს
ავტორი:m_zh
m_zh
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0