x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
თვითმმართველი თემი თელავის მუნციპალიტეტის თანამშრომლებმა შუამთის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

image„დავასუფთაოთ მსოფლიო“ - გარემოსდაცვითი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, 20 სექტემბერს თვითმმართველი თემი თელავის მუნციპალიტეტის თანამშრომლებმა შუამთის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა კახეთის გუბერნატორის მოადგილეებმა - ზურაბ არსენიშვილმა და გივი მეტრეველმაც მიიღეს.
გარემოსდაცვითი კამპანია საქართველოში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის დახმარებით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 2011 წლიდან ხორციელდება.

კონკურსი „სუფთა რეგიონი“ 2014 წლის მარტიდან გამოცხადდა და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები იღებენ. 21 სექტემბერს კონკურსის გამარჯვებული ანუ ყველაზე სუფთა რეგიონი გამოვლინდება.

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო" ყოველი წლის სექტემბერში ტარდება და მასში მონაწილეობას 135 ქვეყნის 40 მილიონამდე მოქალაქე იღებს.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0