x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნამცხვარი "ანკე" - რით მოხიბლა ლევ ტოლსტოი ფრანგი ექიმისეულმა რეცეპტმა

image

«Что сильней, чем смерть иль рок? Сладкий анковский пирог!» - წერდა გრაფი ლევ ტოლსტოი საყვარელი დესერტის შესახებ.


ამ ნამცხვრის რეცეპტი გრაფის მეუღლეს, სოფია ანდრეევნას გაანდო ფრანგმა ექიმმა ანკემ. აქედანვე წარმოდგება ნამცხვრის დღევანდელი სახელწოდებაც.


მაშ ასე, ვნახოთ როგორ მზადდება ნამცხვარი, რომელიც ასე ძალიან მოსწონდა დიდ ლევ ტოლსტოის.



ცომისთვის დაგჭირდებათ:


450 გრ ფქვილი

200 გრ კარაქი

100 გრ შაქარი

3 კვერცხის გული

1/2ჩ.ჭ. ცივი წყალი.


ყველა ზემოთჩამოთვლილ ინგრედიეტს ერთად ავურევთ. როგორც კი ერთგვაროვან გუნდას მივიღებთ, ცომი მზადაა. დიდხანს ზელა არ უხდება.


imageimage


ცომს გავაბრტყელებთ და მოვათავსებთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყილ მრგვალ ყალიბში. გამოვაცხობთ 180 გრადუსზე, 40 წთ. გამოცხობის შემდეგ გავაგრილებთ და გავჭრით შუაზე.


შევუდგეთ კრემის მომზადებას. მასალად საჭიროა:


125 გ. კარაქი

1 ლიმნის ცედრა

3 ლიმნის წვენი

1.5 ჩ.ჭ. შაქარი


კვერცხები და შაქარი ვურიოთ (არ უნდა მიიყვანოთ გათეთრებამდე. ამისათვის უმჯობესია ხელის სათქვეფი გამოიყენოთ), დავამატოთ ლიმნის წვენი და ცედრა, ბოლოს დავამატოთ კარაქი და ყველაფერი ეს შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, სანამ კრემი არ გასქელდება და ოდნაც ვამჭვირვალე ფერს არ მიიღებს.


imageimageimageimage

კრემი გავაციოთ და წავუსვათ ფენებს. ზემოდან შაქრის პუდრა მოვაყაროთ.


სულ ესაა. გრაფი ტოლსტოის საყვარელი ნამცხვარი მზადაა!

0
259
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0