x
image
worldsport.ge
პელეგრინი: “ჩელსიმ” ლამპარდზე უარი თქვა, ჩვენ კი სიხარულით მივიღეთ”

image“მანჩესტერ სიტის” ჩილელმა მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ “ჩელსისთან” შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრენკ ლამპარდის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, ეს კლუბები კვირას დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
“ლამპარდმა “ჩელსი” დატოვა არა იმიტომ, რომ ჩვენთან გადმოსვლა სურდა, არამედ კლუბის ხელმძღვანელებმა კონტრაქტის გახანგრძლივება არ შესთავაზეს. მოთამაშემ კარიერის უდიდესი ნაწილი ერთ გუნდს მიუძღვნა, პასუხად კი – კონტრაქტის დასრულების შემდგომ კარისკენ მიუთითეს. ფრენკს სურდა მოთამაშის კარიერის გაგრძელება. მოვიდა ჩვენთან და მივიღეთ. ბედნიერი ვარ და მჯერა კარგად შეეწყობა გუნდს, ”- განაცხადა “სიტის” მწვრთნელმა.
ამ ფაქტზე კომენტარი ჟოზე მაურინიომაც გააკეთა.
“ფეხბურთი აღსავსეა მოულოდნელობებით. ვერ ვიფიქრებდი თუ ერთ დღეს “სიტიში” გადავიდოდა. მან ამგვარად გადაწყვიტა, ” – განაცხადა მაურინიომ.


დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0