x
image
worldsport.ge
"სანტიაგო ბერნაბეუს" სახელს უცვლიან

imageესპანური გამოცემის AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელის გადაკეთების შესახებ, კლუბის ამჟამინდელ სპონსორ Fly Emirates-თან მოლაპარაკებას შემდეგ კვირას გამართავს.
მადრიდული გრანდის სტადიონის ახალი სახელწოდების ორი ვარიანტი არსებობს: Fly Emirates Santiago Bernabeu ან Bernabeu Fly Emirates.
“სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აღნიშნული შეთანხმებით კლუბისთვის სარგებელს მიიღებს: Fly Emirates "რეალს" 400-დან 500 მილიონ ევრომდე გადაურიცხავს. თანხის ნაწილი სტადიონის რეკონსტრუქციას მოხმარდება, ნაწილი კი თავად კლუბს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

1
221
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
221
  
2014, 21 სექტემბერი, 11:35
ეგენი ხო არ უბერავენ?
0 1 1