x
image
worldsport.ge
მატჩი აფრიკისთვის

image17-გზის დიდი სლემის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, ამა წლის 21 დეკემბერს საჩვენებელი მატჩის ჩატარება დაანონსა.
“მატჩი აფრიკისთვის 2”, ასე ჰქვია საქველმოქმედო მატჩს, რომელიც როჯერ ფედერერსა და მის თანამემამულე სტანისლავ ვავრინკას შორის 21 დეკემბერს ციურიხში გაიმართება. აღნიშნული მატჩიდან შემოსული თანხა გადაირიცხება როჯერის საქველმოქმედო ფონდში.
“ბედნიერი ვარ, რომ 2010 წლის წარმატებული საქველმოქმედო მატჩის შემდეგ, წელს სტანისლას ვავრინკა დამთანხმდა ჩაგვეტარებინა “მატჩი აფრიკისათვის 2”, რომელიც 2014 წლის 21 დეკემბერს ციურიხში გაიმართება” - დაანონსა ფედერერმა Facebook-ის თავის ოფიციალურ გვერდზე.
ფონდი ეხმარება აფრიკელ ბავშვებს დაძლიონ სიღარიბე და მოახდინონ თავიანთი პოტენციალის გამოვლენა.


ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0