x
image
worldsport.ge
"ბაიერნი" ვან ბუიტენს კონტრაქტს სთავაზობს

imageვებგვერდ SudPresse-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" ბელგიელ ფეხბურთელ დანიელ ვან ბუიტენს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს.
მოგეხსენებათ, ბადშტუბერისა და მარტინესის ტრავმების შემდეგ, "რეკორდმაისტერს" დაცვაში პრობლემები შეექმნა და კლუბს ვან ბუიტენის დაბრუნება სურს.
36 წლის ვეტერან ფეხბურთელს მიუნხენელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში დაუმთავრდა და საფეხბურთო კარიერაც დაასრულა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენხნიან კონტრაქტს სთავაზობს "ბაიერნი" ბელგიელს. ვან ბუიტენი გერმანული კლუბის რიგებში 2006 წლიდან ასპარეზობდა. 8 სეზონის განმავლობაში ბელგიელმა მცველმა 239 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და 11 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0