x
image
worldsport.ge
“ბაიერნი” და “პაულანერი” დაძმობილდნენ

imageროდესაც გერმანელ ლუდის მწარმოებლებს სარეკლამო კლიპების გადაღება სურთ, დიდი ფიქრი არ სჭირდებათ ხოლმე მათ ასარჩევად, კლიპებში ვინ უნდა გადაიღონ. საკმარისია ცნობილმა ფეხბურთელმა ამა თუ იმ ფირმის ლუდის ბოთლი დაიჭიროს ხელში, რომ ზემოთაღნიშნულ ლუდს წარმატება გარანტირებული აქვს.
სწორედ ამიტომაც, კარგად ნაცად და “გათელილ” სარეკლამო გზაზე სიარული გადაწყვიტა გერმანულმა ცნობილმა ლუდსახდელმა “პაულანერმა” და მიუნჰენის “ბაიერნის” ფეხბურთელები სოლიდური ანაზღაურების ფასად, რეკლამაში მონაწილეობაზე დაითანხმა.
ბავარიული კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კლიპის გადაღებებმა მხიარულად ჩაიარა და ფეხბურთელებს არც კარგი ლუდის მოყლურწვაზე უთქვამთ უარი. ”ბაიერნის” მობურთალებს “პაულანერთან” ერთწლიანი კონტრაქტი დაუდიათ და სადაც კი ლუდის კომპანია უხმობთ - იქ უნდა გამოცხადდნენ. რა ენაღვლებათ...


www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0