x
image
worldsport.ge
ალესანდრა ამბროზიო “ბარსელონას” ჩაეხუტა

imageცნობილი მოდელის, ალესანდრა ამბროზიოს სახელი კარგა ხანია, რაც ფეხბურთს უკავშირდება და ეს შხვართი ქალბატონი არაერთხელაა შემჩნეული ცნობილ ფეხბურთელებთან ხვანცალში, მაგრამ მაინც ვერა და ვერ დადგინდა, ალესანდრა ამბროზიოს საყვარელი საფეხბურთო კლუბი.
ამბროზიო საყვარელ კლუბებს გულისსწორებისავით მალიმალ იცვლის და უკვე არავის უკვირს მისი ასეთი მრავალკლუბიანობა. ცოტა ხნის წინ, ალესანდრამ ინტერნეტის სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც იგი კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებთანაა გადაღებული.
მოდელის მხრიდან ინტერნეტში ფოტოს დადება აბა რა გასაკვირია, მაგრამ ამბროზიოს ფოტოზე მიუწერია, რომ “ბარსელონა” მისი საყვარელი კლუბია და ამ კლუბში მისი მეგობრები თამაშობენ. სხვისი რა გითხრათ და ამ ფოტოზე ნეიმარს ისეთი კმაყოფილი სახე აქვს, ალბათ გულისგულში სხვა რამეებსაც ფიქრობს...


www.worldsport.ge

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0