x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რატომ დაიხურა "თაღლაურა"?

image„თაღლაურას“ ისტორია 1998 წელს იწყება, როდესაც
თბილისის ცენტრში, სააკაძის
მოედანზე პირველი კაფე გაიხსნა. იმ დროისათვის
კაფეში მხოლოდ 5 მაგიდა
იყო განთავსებული ხოლო
მისი ბრუნვა საშუალოდ
150 დან 200 ლარამდე
მერყეობდა. თავდაპირველად
კაფე არც თუ ისე წარმატებით ფუნქციონირებდა.
რამოდენიმე ხანში მისი ლიკვიდაციის საკითხიც კი დადგა, მაგრამ
საბოლოოდ, სწორი მარკეტინგული გათვლისა და რამოდენიმე
სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგად ბიზნესმა აღმასვლა დაიწყო და დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელია.


გაგიკვირდებათ და დღეს, 17 სექტემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტო „თაღლაურას“ დახურვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს : „სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შპს "თაღლაურა მენეჯმენტ
კომპანის'" კუთვნილი სახინკლე "თაღლაურა" დახურა. სხვა
დარღვევებთან ერთად, სახინკლეში ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა N2, რის გამოც "თაღლაურა" დაიხურა და შპს "თაღლაურა მენეჯმენტ
კომპანი'" დაჯარიმდა 1000 ლარით.“

შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.სააგენტოს უფლებამოსილება და ერთ-ერთი ფუნქცია კი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა, ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება არის.


1
633
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
633
  
2016, 14 ივნისი, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1