x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე პატარა და ძვირი სახლი მსოფლიოში
image





















თქვენ იყიდიდით სახლს, რომლის ფართიც 17, 5 კვ.მეტრია და ღირს არც მეტი, არც ნაკლები 275 000 ფუნტი სტერლინგი(445 000 აშშ$)ღირს?..არავის ექნება სურვილი ამისთანა მოცუცქნულ ბინაში ასეთი დიდი თანხა გადაიხადოს, იფიქრებთ თქვენ და მართალიც იქნებით.

image





















მინიატურული სახლი იყიდება ინსლინგტონში, ჩრდილოეთ ლონდონში.ბინის მაქსიმალური სიგრძე 5 მეტრია.წინ მიზერული ეზო აქვს, სადაც დეკორატიული მცენარეებია განთავსებული.


image





















შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ მისაღები ოთახია, ხოლო ხელმარჯვნივ სამზარეულო. ხვეული კიბეებით მეორე სართულზე ასვლისას საწოლ ოთახში მოხვდებით.

image





















აქ დაგხვდებათ ხარიხებზე განთავსებული საწოლი, რომლის სიგანე 1, 73 მეტრია, ხოლო სიგრძე 2, 29 მეტრი.

image





















მინი-ტუალეტში და საშხაპე ერთადაა.



თუმცა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, იმავე დღეს, როდესაც ინტერნეტში განცხადება განთავსდა, გამოჩნდნენ ბინის ყიდვის მსურველები.


უძრავი ქონების აგენტმა ბინა დაახასიათა, როგორც "უნიკალური" და ამაში ნამდვილად არის სიმართლის ნატამალი.მისი აზრით ბინას უფრო იყიდის რომელიმე ინვესტორი და იჯარით Airbnb-ს გადასცემს.

1
508
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
508
  
2014, 16 სექტემბერი, 19:21
ვაი ამათ პატრონს :P
0 1 1