x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
სოფელ სანიორეში განახლებული საბავშო ბაღი გაიხსნა


ბავშვთა კეთილდღეობისათვის - კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში სოფელ სანიორეში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-მა დააფინანსა. შენობა, სადაც მრავალი წლის მანძილზე არ არსებობდა სათანადო პირობები და ინფრასტრუქტურა, ამჯერად მუნიციპალიტეტის სამი სოფლის (ფშაველი, ნაფარეული, სანიორე) პატარებს მოემსახურება.
87 ათას ლარამდე ღირებულების სარემონტო სამუშაოები სამშენებლო კომპანიამ „მამული“ განახორციელა.
კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ბავშვთა კეთილდღეობისათვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად სკოლამდელ დაწესებულებებთან 2008 წლიდან თანამშრომლობს და სარემონტო სამუშაოების გარდა პედაგოგთა გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ზრუნავს.

15 სექტემბრიდან თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი მიიღებს. განახლებული ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანმა, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს. მათ გარემონტებული შენობა დაათვალიერეს და პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

1
5
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
5
  
2014, 16 სექტემბერი, 17:32
კარგია ძალიან..
0 1 1