x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ოთხი წლის ნორვეგიელმა გოგონამ, პრაქტიკულად შიშველმა, მძინარემ 4 კილომეტრი გაიარა
image


ოთხი წლის ნორვეგიელმა გოგონამ, ძილში 4 კილომეტრზე მეტი გაიარა, აცხადებს ადგილობრივი გაზეთი Finnmark Dagblad - ი.ქუჩაში მძინარე გოგონა დილის 6 საათზე აღმოაჩინეს ქალაქ ჰონიქსვოგის მცხოვრებლებმა, რომელიც ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს.


ზარი პლიციის განყოფილებაში ორშაბათს, 15 სექტემბერს, 6:15 სთ - ზე შევიდა.ქალაქის მცხოვრებმა აღნიშნა, რომ სახლის კარებთან იპოვა გოგონა, რომელსაც მხოლოდ ტრუსი და ფეხსაცმელი ეცვა.


პოლიციამ გაარკვია, რომ ბავშმა ძილში 4 კილომეტრზე მეტი გაიარა მშობლიური ქალაქიდან ჰონიქსვოგამდე.წინა დღეებში მიმდებარე ტერიტორიაზე მძვინვარებდა შტორმი და ტემპერატურა ღამით 0 გრადუსს ქვემოთ ეცემოდა.ამის მიუხედავად ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.



image


საბედნიეროდ მანქანების მოძრაობა ადგილობრივ გზაზე ღამით უმნიშვნელოა და გოგონას მანქანა არ დაეჯახა.გოგონამ პოლიციას თავისი სახელი და მისამართი შეატყობინა, რის შემდეგაც ისინი ბავშვის მშობლებს დაუკავშირდნენ.


გოგონას მშობლებმა განაცხადეს, რომ ის ადრეც დადიოდა ძილში, მაგრამ ამხელა მანძილზე რა თქმა უნდა არ წასულა.საკვირველია თუ როგორ მოახერხა მან ეს!



image

0
102
5-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0