x
image
worldsport.ge
როდრიგო: “ჩემი მიზანი ნაკრებში თამაშია”

image“ვალენსიას” ახალწვეულმა, როდრიგო მორენომ საკუთარ მიზნებსა და კლუბზე ისაუბრა. მისი თქმით, უმთავრესი მიზანი ვისენტე დელ ბოსკესთვის თავის მოწონება და ნაკრებში გამოძახებაა.
“მე მსურდა ესპანეთში დაბრუნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაკრებში გამოსაძახებლად. ლა ლიგაში თამაშისას, მეტი შანსი მაქვს, რომ ვისენტე დელ ბოსკეს თავი მოვაწონო. მთავარია, “ვალენსიაში” შესაძლებლობები კარგად წარმოვაჩინო”. – აღნიშნა მან.
როდრიგოს სატრანსფერო უფლებები, გასულ ზაფხულს კომპანია “მერიტონმა” შეიძინა 30 მილიონ ევროდ. აღნიშნული კომპანია პიტერ ლიმს ეკუთვნის, რომელიც მალე ოფიციალურად გახდება “ვალენსიას” მფლობელი. მორენომ ყოფილ გუნდელზე, ენცო პერესზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ზამთარში ისევ გუნდელები გახდებიან.
“არ ვფიქრობ, თუ ვის ეკუთვნის ჩემი სატრანსფერო უფლებები. ჩემი ფიქრები მხოლოდ “ვალენსიაში” თამაშს უკავშირება. აქ გადმოსვლას ბევრი მირჩევდა და არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ჩვენთან გადმოსვლა სურდა ენცო პერესსაც, რომლითაც კლუბიც ინტერესდებოდა და ძალიან გვინდოდა მისი შეძენა. იმედია, ის ზამთარში შემოგვიერთდება. მის ტრანსფერზე მეტი არაფერი ვიცი.

რაც შეეხება ალვარო ნეგრედოს, ის მშვენიერი შენაძენია და ძალიან გაგვაძლიერებს. ახლა ყველანი კონცენტრირებულნი ვართ მხოლოდ ლა ლიგის მატჩებზე”. – ციტირებს 23 წლის შემტევის სიტყვებს Football-Espana.

გასულ სეზონში როდრიგომ “ბენფიკას” მაისურით 40 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ მორენო ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებში მშვენივრად თამაშობდა, 16 შეხვედრაში 15 გოლი – ასეთია მისი მონაგარი.

ირაკლი ალიმბარაშვილი
www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0