x
image
worldsport.ge
ნუნუ: “ბევრი რამ გასაუმჯობესებელი გვაქვს”

image“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი, ნუნუ ესპირიტო სანტო “ესპანიოლთან” მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და საკუთარი გუნდის თამაშზე ისაუბრა.
პორტუგალიელი კმაყოფილია “ღამურების” თამაშით, თუმცა ხარვეზებსაც ხედავს და ფეხბურთელებს ამის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს, რათა კლუბის ამბიციები განხორციელდეს სეზონის ბოლოს.
“ჩვენ ვაკონტროლებდით შეხვედრას, განსაკუთრებით კი, პირველ ტაიმს, რითაც ძალზე კმაყოფილი ვარ, მაგრამ არის ზოგიერთი დეტალი, რაც გასაუმჯობესებელია. ამისთვის, ბევრი მუშაობა დაგვჭირდება.
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მეტოქეზე ზეწოლა და არ მოვეშვათ. უნდა ვეცადოთ, ბურთი რაც შეიძლება შორს ვაკონტროლოთ ჩვენი კარიდან.

იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ, ბევრი ქულა უნდა დავაგროვოთ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ მუშაობის ხარჯზე”. – განაცხადა ახალგაზრდა სპეციალისტმა.
ლა ლიგაში ჩატარებულ 3 შეხვედრაში “ვალენსიას” 7ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.


ირაკლი ალიმბარაშვილი
www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0