x
image
worldsport.ge
მენეზი საკუთარი თამაშითა და გამარჯვებით ბედნიერია

image“მილანის” ნახევარმცველი, ჟერემი მენეზი “პარმასთან” მოგებული (4:5) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
“როსონერის” ახალწვეული, რომელმაც დუბლი შეუსრულა “პარმას”, ბედნიერი იყო გამარჯვებითა და თავის კარგი თამაშით.
“კარგად შევეგუე გუნდს. ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს, ამას თავიდანვე ვამბობდი. სეზონი კარგად დავიწყეთ. ეს იყო ძალიან რთული მატჩი, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.
ვესაუბრე პრეზიდენტს ტელეფონით და მან მითხრა, რომ კარგად ვითამაშე. მადლობა მას, ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ, ბევრი უნდა ვიშრომო და ასე განვაგრძო.

სეზონი გრძელია და წინ ბევრი მატჩი გველის. ახლა საჭიროა ცოტა დასვენება და ძალების აღდგენა, რადგან შაბათს დიდი მატჩი გველის “იუვენტუსთან”. გოლების გატანა ძალიან სასიამოვნოა, მითუმეტეს, მსგავსს დაძაბულ შეხვედრაში. ბონერას გაძევების შემდგომ ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ გამარჯვება მაინც შევძელით.
მოხარული ვარ “მილანში” გადმოსვლით. გასულ სეზონში, პსჟ-ში არ მენდობოდნენ. მსურს ასე განვაგრძო და გულშემატკივრები გავახარო. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ და ჩემი კარგი თამაში გუნდელების დამსახურებაა”. – ციტირებს ფრანგის სიტყვებს “მილანის” ოფიციალური ვებგვერდი.

“მილანს” იტალიის ჩემპიონატის 2 შეხვედრაში 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა მოკალათებული.

ირაკლი ალიმბარაშვილი
www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0