x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ბილ გეიტსის, მარკ ცუკერბერგის და უორენ ბაფეტის რჩეული წიგნები
ბიზნესში ყველაზე ძლიერი ადამიანები საკუთარი თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს კითხვას უთმობენ. მაგალითად, მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანი, უორენ ბაფეტი აცხადებს, რომ დღის 80%-ს უთმობს წერილობით სიტყვებს. ბაფეტი თავის რჩეულ წიგნად ასახელებს ბენჯამინ გრეჰემის წიგნს "ინტელექტუალური ინვესტორი". ბაფეტი 19 წლის ასაკში მოხვდა გრეჰემის კომპანიაში და ამ პერიოდს მის ცხოვრებაში ყველაზე იღბლიან ეტაპად მოიხსენიებს. "ინვესტიციის წარმატებით განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი სტრატოსფერული IQ ან ბიზნესის უჩვეულო წვდომის უნარი. მთავარია ჯანსაღი ინტელექტუალური ბაზა გადაწყვეტილების მისაღებად და ამ პროცესში ემოციების მართვის უნარი. უნდა უზრუნველყოთ ემოციური დისციპლინის დაცვა" - ამბობს უორენ ბაფეტი.

image

მაიკროსოფტის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ფავორიტი წიგნი ჯონ ბრუკსის "ბიზნეს თავგადასავლები - 12 კლასიკური ისტორია უოლ სტრიტის დაარსებაზე" აღმოჩნდა. გეიტსის თქმით, "ნებისმიერ ბიზნესში უმთავრესია ადამიანური ფაქტორი. არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა სრულყოფილი პროდუქტი, წარმოების გეგმა ან მარკეტინგული სივრცე. უპირველესად, თქვენ გჭირდებათ სწორად შერჩეული ადამიანები, რომლებიც წაუძღვებიან და განახორციელებენ თქვენს გეგმებს."

image


ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი რჩეულ წიგნად ვირგილიუსის "ენეიდას" ასახელებს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს "ვებ-ბიჭის" რჩეული კლასიკური ნაწარმოები გახდა, ეპიკური პოემა, რომელიც რომის დაბადებისა და დაცემის ისტორიას უკავშირდება.

image

2
100
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
100
  
2014, 15 სექტემბერი, 13:38
მადლობა :)
2014, 15 სექტემბერი, 11:10
საინტერესო სტატიაა
0 1 2