x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის ექსტრავერსია და ინტროვერსია?

imageტერმინები „ინტროვერსია“ და „ექსტრავერსია“ პირველად იუნგმა შემოიღო, თუმცა დღესდღეობით მათი მნიშვნელობა ფსიქოლოგიაში განსხვავდება თავდაპირველი მნიშვნელობისაგან.კარლ გუსტავ იუნგი იყო შვეიცარელიფსიქიატრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი.დაიბადა ღარიბი მღვდლისოჯახში, შვეიცარიაში.მაგრამ ნათესავების დახმარებით მან შეძლო ესწავლა ბაზელის საუკეთესო გიმნაზიაში.ბავშვობიდანვეგულჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარესამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრებისსამყაროში ცხოვრობდა.იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რასაც მოგვიანებით „ინტროვერტი“ უწოდა.ძირითად კრიტერიუმად, რომელსაც იუნგი ექსტრავერტის და ინტრავერტის განსასხვავებლად იყენებს არის ლიბიდოს მოძრაობის მიმართულება.იუნგის თანახმად, ექსტრავერსია, გამოიყოფა ლიბიდოს გარე სამყაროსაკენ მიმართულებაში, ექსტრავერტი ირჩევს ცხოვრების სოციალურ და პრაქტიკულ ასპექტებს, ოპერაციებს რეალურ გარე ობიექტებთან, ხოლო ინტროვერტი კი ირჩევს ფიქრების და წარმოდგენების სამყაროში ჩაძირვას.ექსტრავერტი მიმართულია საკუთარი ენერგიის დახარჯვაზე, მართავს მას გარე ობიექტების მიმარტულებით, ინტროვერტი კი ენერგიას აგროვებს და მართავს მას შინაგან სამყაროზე.

იუნგის მიხედვით, ექსტრავერტი – ეს პიროვნების ტიპია, რომელიც ორიენტირებულია გარე სამყაროზე.ექსტრავერტებისათვის დამახასიათებელია ქცევა, როდესაც ადამიანი მიისწრაფვის:
1.სხვებთან ურთიერთობისაკენ;
2.სხვებისაგან ყურადღების მიქცევას ცდილობს;
3.მონაწილეობას იღებს საჯარო გამოსვლებში;
4.დადის სხვადასხვა წვეულებებზე.
ექსტრავერტები იღებენ ენერგიას გარე სამყაროსაგან – მოქმედებებისაგან, ადამიანების, ადგილებისა და საგნებისაგან.თუ ისინი დიდხანს უსაქმურად არიან, შინაგან სამყაროზე კონცენტრირდებიან, უწევთ მარტო ყოფნა ერთ ადამიანთან ურთიერთობა –ეს ყველაფერი აკარგვინებს მათ ცხოვრების აზრის შეგრძნებას.
ექსტრავერტებს შეუძლიათ ბევრი რამ შემოსთავაზონ საზოგადოებას:მათ ადვილად შეუძლიათ საკუთარი აზრის გადმოცემა, ისინი კონცენტრირდებიან შედეგებზე, უყვართ ბევრ ხალხში ყოფნა და მოქმედება.
ექსტრავერტები, როგორც მზის ბატარეები არიან.მათთვის მარტოობაში ყოფნის მდგომარეობა ან შინაგან სამყაროში ყოფნა, როგორც მძიმე და მკვრივი ღრუბლების ქვეშ ყოფნაა.მზის ბატარეის დატენვისათვის მზე აუცილებელია, აგრეთვე ექსტრავერტებისათვის აუცილებელია ხალხში ყოფნა.ექსტრავერტი შეიძლება იყოს შესანიშნავი თამადა, ორგანიზატორი ანდა მსახიობი.
ინტროვერტი – ეს პიროვნების ტიპია, რომელიც თავის შინაგან სამყაროზეა ორიენტირებული.ინტროვერტების ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ენერგიის წყაროში მდგომარეობს:ინტროვერტები ენერგიას საკუთარი ემოციების, შთაბეჭდილებებისა და იდეების შინაგანი სამყაროდან იღებენ.ისინი ენერგიის კონსერვირებას ახდენენ.ინტროვერტებს ახასიათებთ დამოუკიდებელი ხედვა, მათ შეუძლიათ ღრმად კონცენტრირება და შემოქმედებითი საქმიანობა.ინტროვერტებისათვის აუცილებელია დასვენება და პერიოდულად ენერგიის ხარჯვის შეწყვეტა, რათა ისევ დააგროვონ ენერგია.ინტროვერტები ხშირად გვხვდებიან პროგრამისტებში, აგრეთვე ინტროვერტი შეიძლება გამოვიდეს მშვენიერი მეცნიერი, მკვლევარი, დამკვირვებელი, მწერალი.
თუ ექსტრავერტისთვის აუცილებელია სხვა ადამიანების არსებობა მის გარშემო, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს, ინტროვერტი მარტო ყოფნაში და ინდივიდუალურ მუშაობაში პოულობს კომფორტს
.

0
6666
შეფასება არ არის
ავტორი:მარი ხარშილაძე
მარი ხარშილაძე
6666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0